გუჩი ვესტმანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სტილისტია, რომელსაც Hollywood-ის სილამაზის ინდუსტრიაში უკვე წლებია იცნობენ და პატივს სცემენ. ვესტმანის კლიენტებს სიაში ისეთი ვარსკვლავები შედიან, როგორებიც ენ ჰეთეუეი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯენიფერ გარნერი და სხვა ცნობილი სახეები არიან.

წლების მანძილზე გუჩი Lancôme-ის კრეატიული დირექტორის პოზიციას იკავებდა და ცნობილი fashion ბრენდებისთვის beauty ლუქებს პოდიუმსა, თუ კამპანიებში ქმნიდა. ინდუსტრიაში სახელის მოხვეჭის შემდეგ კი ვესტმანმა საკუთარი Beauty ბრენდი - Westman Atelier შექმნა, რომლის პროდუქციასაც დღეს სრულიად Hollywood მოიხმარს.

ამჯერად კი გაყიდვაში ცნობილი სტილისტის მიერ შექმნილი ბრენდის ახალი ტუში - Eye want you mascara ჩაეშვა, რომელიც სტილისტმა ჩაშვებამდე არც მეტი, არც ნაკლები, ენ ჰეთეუეიზე გატესტა.

ახალი ტუში მისი წინამორბედის, Eye love you-ის ხაზის გაგრძელებაა, თუმცა ამ უკანასკნელზე 13$-ით ნაკლები ღირს და წამწამების მოცულობას კიდევ უფრო შთამბეჭდავს ხდის. ჩოთქის სპეციფიკური ფორმის საშუალებით, მომხმარებელს მარტივად შეუძლია პროდუქტის წამწამების ძირებამდე დატანა და მოცულობის გაზრდა.

Eye want you mascara ნებისმიერი სიტუაციისთვის გამოდგება. თუ ყოველდღიური, No make-up make-up ლუქის შექმნა გსურთ, წამწამის სისქისა და ფერიდან გამომდინარე, მაქსიმუმ ორი ფენის დატანა მოგიწევთ. უფრო თვალშისაცემი, საღამოს მაკიაჟის დასასრულებლად კი ტუშის სამი ფენა იქნება საჭირო.

Eye Want You Mascara