კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონია
20 წლის კიმი ანტონელი ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა და სებასტიან ფეტელის რეკორდი გააუმჯობესა.
ნიუ-იორკში, ამერიკის ბუნების ისტორიის მუზეუმში, 2026 წლის CFDA-ის მოდის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიებამ მოდის ინდუსტრიის წამყვანი დიზაინერები, მსახიობები და ცნობილი სახეები გააერთიანა. საღამოს წამყვანი კეკე პალმერი იყო, სტუმრების ჩაცმულობის მთავარი თემა კი ამერიკული დიზაინის აღნიშვნა გახდა.

ამერიკელი ქალის სამოსის საუკეთესო დიზაინერის ჯილდო რეიჩელ სკოტს გადაეცა ბრენდისთვის Diotima, მამაკაცის სამოსის კატეგორიაში კი გამარჯვებული რალფ ლორენი გახდა. აქსესუარების დიზაინერის ჯილდო ანა ხურის ერგო, ამომავალი დიზაინერის კატეგორიაში კი კოლინ ალენმა გაიმარჯვა. პიტერ მარინო მოდის ხატად აღიარეს, ხოლო Saint Laurent-ის კრეატიულმა დირექტორმა ენტონი ვაკარელომ საერთაშორისო დიზაინერის ჯილდო მიიღო.

წითელ ხალიჩაზე განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია Saint Laurent-ის ოქროსფერმა ლუქებმა: ენტონი ვაკარელო, როზე, ანია რუბიკი, ზოი კრავიცი და ჰეილი ბიბერი ბრენდის სამოსში გამოჩნდნენ. მათი არჩევანი ვაკარელოს შემოქმედებას უკავშირდებოდა, რადგან მან ჯილდო Saint Laurent-ში გატარებული ათი წლის აღსანიშნავად მიიღო.
საღამოს სტუმრებს შორის ასევე იყო დემი მურიც Gap Studio-ს სამოსში. მსახიობმა ზაკ პოზენის მიერ შექმნილი, ჯინსის ესთეტიკით შთაგონებული კაბა მოირგო.

წარმოგიდგენთ დაჯილდეობის წითელი ხალიჩის საუკეთესო ლუქებს:
გრეისი აბრამსი – Colleen Allen

ლილა მოსი – Juju Vera

ელ ფენინგი – Coach

ზოი კრავიცი – Saint Laurent

ტინაშე – Christopher John Rogers

მეტ დეიმონი – Ralph Lauren

ნარა სმიტი – Altuzarra

მონა თუგარდი – LII

პამელა ანდერსონი – Carolina Herrera

როუზ ბირნი – Carolina Herrera

გაბრიელა ჰერსტი
