საუზმე ჟირაფებთან, პანორამული ხედი ხმელთაშუა ზღვაზე, ვახშამი აკვარიუმის ქვეშ ან სულაც ძილის წინ ცაზე გამოჩენილი ჩრდილოეთის ნათება, რომელიც გაგრძნობინებს, რომ სამყაროთა შორის ზღვარი უკვე დაკარგე და მნიშვნელობა ამ წუთის გარდა არაფერს აქვს. მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა არა ერთი საბაბით შეიძლება გავხადოთ დაუვიწყარი, თუმცა რას იტყვით სასტუმროებზე, რომლებიც ჩვენი მეხსიერებიდან არასდროს გაქრებიან?
დღეს, სწორედ ასეთი სასტუმროების შესახებ გიამბობთ, 10 რჩეული ადგილი მოგზაურებისთვის, რომლებიც წლებია მნახველებს ერთიანად აღაფრთოვანებენ და შთააგონებენ ახლა თქვენ წინაშეა:
გაიღვიძეთ ეიფელის კოშკის ხედით, სასტუმრო Shangri-La, პარიზი, საფრანგეთი.
57-ე სართულზე აუზში ჩაყვინთვაზე და მომნუსხველ ხედზე რას იტყვით? სასტუმრო Marina Bay Sands, სინგაპური.
აღმოაჩინეთ ავსტრალიის მისტიკური ბუნება Southern Ocean Lodge-ში
დატკბით ხმელთაშუა ზღვის ზღაპრული ხედებით სანტორინში, Katikies Hotel-დან.
10-ეული წარმოუდგენელი იქნებოდა ბალის და მისი ეგზოტიკური ბუნების გარეშე. სასტუმრო Hanging Gardens Ubud.
ამალფის სანაპიროს მომნუსხველი პანორამული ხედი სასტუმრო Le Sirenuse-დან.
აღმოაჩინეთ მთა ზღვა და ბუნება ერთი ხედიდან, სასტუმრო Hotel Salto Chico იმედს არასოდეს გაგიცრუებთ.
რას იტყვით ჟირაფებთან ერთად საუზმეზე კენიაში? სასტუმრო Giraffe Manor
შუშის ჭერიანი იგლუ და ჩრდილოეთის ნათება, რა უნდა ინატრო მეტი? სასტუმრო Kakslauttanen
სასტუმრო Conrad Maldives Rangali Island მალდივებზე, სადილი თუ ვახშამი პირდაპირ აკვარიუმის ქვეშ.
ზაფხული ახლოვდება და ყველა იმაზე ვფიქრობთ, სად გავექცეთ ქალაქის სიცხეს და სწრაფ რიტმს. The Diary–ს Cover Story–ში სწორედ ასეთ განტვირთვაზე, ქალაქგარეთ გასვლასა და დასვენებაზე ვსაუბრობთ. ჩვენი მთავარი გმირები კი მოდელი ანნა შელია და ყოფილი მორაგბე ლაშა ლომიძე არიან.
ლენი კრავიცის პარიზული რეზიდენცია Hotel de Roxy ფრანგული არქიტექტურის, პირადი ისტორიებისა და მუსიკალური მემკვიდრეობის ერთგვარი სინთეზია. 1920-იან წლებში აგებული ვილა დღეს უკვე ლენის ხელწერით გაფორმებული სივრცეა, სადაც იხილავთ ხელოვნების ნიმუშებს, ოჯახურ რელიქვიებსა და მუსიკოსის გრემის ჯილდოებს. სახლი, რომელიც ლენიმ დედამისს მიუძღვნა, სიმბოლურად როქსის ოცნების ასრულებად იქცა.
როცა დღეები ღამეზე გრძელია და ქალაქის პარკები მზის მოყვარულებით ივსება, ჰარი სტაილზიც „გამოიზაფხულებს“ ხოლმე, ივიწყებს მსოფლიო პოპ ვარსკვლავის სტატუსს და ქუჩებში ისე გადაადგილდება, თითქოს ჩვეულებრივი ლონდონელი იყოს.