#სილამაზე

ZARA კოსმეტიკური ხაზით სილამაზის სამყაროს უერთდება

გაზიარება:

სილამაზის ინდუსტრიაში კიდევ ერთი სიახლეა - ამჯერად კოსმეტიკური ხაზის გამოშვება არა ცნობილმა ადამიანმა, არამედ ყოველდღიური სამოსის ბრენდმა ZARA-მ დაანონსა. Zara Beauty ბაზარზე 12 მაისიდან გამოჩნდება და მომხმარებელს ახალ, ჯადოსნურ პროდუქციას შესთავაზებს.

ტუჩსაცხები, ტუჩის გლოსები, ფრჩხილის ლაქები, ბრონზერები და კიდევ არა ერთი მომხიბლავი პროდუქტი ZARA-მ ცნობილ მეიქაფ არტისტთან დაიან კენდალთან თანამშრომლობით შექმნა. ყველაზე სასიამოვნო სიახლე, რაც Zara Beauty-ს გამოჩენას ახლავს თან ყოველ პროდუქტზე დატანილი cruelty-free ნიშანია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ სილამაზის პროდუქტის შექმნას არც ერთი ცხოვრელის სიცოცხლე არ შეეწირა.

„ვიგრძენი, რომ ბრენდთან, რომელსაც ასეთი მრავალფეროვანი და ინკლუზიური აუდიტორია ჰყავს, თანამშრომლობისთვის საჭირო დრო იყო. ჩვენ ვქმნით პროდუქტებს უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, თუმცა ამავდროულად ვითვალისწინებთ, იმ ფაქტსაც, რომ ის ყველასათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს, განურჩევლად გენდერისა და კანის ფერისა“ - განაცხადა დაიან კენდალმა.

კოსმეტიკური ხაზის დასაანონსებლად ZARA-მ არა ერთი, არამედ 9 სარეკლამო კამპანია გადაიღო და მსოფლიოში ყველაზე სახელგანთქმულ ფოტოგრაფებთან, მათ შორის სტივენ მეიზელთან, დევიდ სიმსთან, მერილინ მინტერთან თუ კრეიგ მაკდინთან ითანამშრომლა. Zara Beauty-ის სიახლეების ხილვა ბრენდის ოფიციალურ საიტზე  Zara.com-ზეა შესაძლებელი.

ზევით