ყველაფერი რაც უნდა ვიცოდეთ ლურჯი სუპერმთვარის შესახებ

გაზიარება:

დღეს ღამით, თვალები ყველამ ცისკენ უნდა აღვაპყროთ, რადგან ცაზე იშვიათი სანახაობა სუპერ ლურჯი მთვარე გველოდება. ვინაიდან ეს არის თვის მეორე სავსე მთვარე, მას ასევე უწოდებენ ლურჯ მთვარეს. ლურჯი მთვარე საკმაოდ იშვიათია და ის ყოველ 2,5 წელიწადში ერთხელ ჩნდება ცაზე, ასე რომ, ეს არის მთვარის გამონათება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

ერთ თვეში ორი სავსე მთვარე ენერგიისგან გათავისუფლების ძლიერ ტალღაზე მიგვანიშნებს. 

სუპერ ლურჯი სავსე მთვარე 2023 წლის აგვისტოში თევზების ნიშანში: რას მოიტანს ის?

პირველ ყოვლისა, სუპერმთვარე განახლებისკენ გვიბიძგებს, მისი გავლენით შესაძლოა წარსულში მოვიტოვოთ ურთიერთობა, სამსახური, ტრავმა ან სულაც ენერგია, რაც შესაძლოა დასაწყისში საშიშად მოგვეჩვენოს, თუმცა მალევე გავაცნობიერებთ, რომ დატოვებული სიცარიელის შესავსებად გვეძლევა შესაძლებლობა სიახლე შემოვიტანოთ ჩვენს ცხოვრებაში.

ძლიერი რეტროგრადული ენერგიის ფონზე მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნებაც. ამ ლურჯი მთვარის ქვეშ ჩვენ გვექნება მერკური, ვენერა, სატურნი, ნეპტუნი, ურანი და პლუტონი რეტროგრადულ მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე პლანეტის ერთდროულად რეტროგრადულ მდგომარეობაში ყოფნა არ არის უჩვეულო მოვლენა, 6 მათგანის ერთდროულად ყოფნა შეიძლება მივიჩნიოთ. რეტროგრადული ენერგია წარსულში გვაბრუნებს. დაფიქრების დროა, მან შეიძლება გაურკვევლობა წარმოშვას და ისეთი შეგრძნება გაგვიჩინოს, რომ მუდმივად ერთ წრეზე დავდივართ, სწორედ ამ თავს დამტყდარი უარყოფითი ფიქრების დროს გვჭირდება სიმშვიდის შენარჩუნება და მოთმინების ქონა. 

ყურადღება მიაქციეთ თქვენს ოცნებებს და სამყაროსგან გამოგზავნილ ნიშნებს. სავსე მთვარე თევზებში შეიცავს რბილ, მგრძნობიარე ვიბრაციებს, რომლებიც საშუალებას მოგვცემს ვიმოგზაუროთ ჩვენი შინაგანი სამყაროს შიგნით, მოვუსმინოთ და ნამდვილად გავიგოთ ჩვენი შინაგანი ხმა. ლურჯი მთვარის ქვეშ ჰაერში ჯადოსნობაა, ასე რომ, იყავით ღია იმის მიმართ, რასაც ის გთავაზობთ.

ფოტო: ზურა გელაშვილი

ზევით