ტრადიციისამებრ, სექტემბერი Apple-ის ახალი პროდუქტების წარდგენის თვეა! გუშინ, 12 სექტემბერს, კომპანიის სათაო ოფისიდან, სამყარომ ყველა ის პროდუქტი გაიცნო, რომელიც 22 სექტემბრიდან ჩაეშვება გაყიდვაში, მათ შორის ახალი iPhone 15, Apple-ის საათები და ყურსასმენები. რა უნდა ვიცოდეთ გუშინდელი პრეზენტაციიდან?
The iPhone
Apple-მა წარადგინა iPhone 15 და iPhone 15 Plus, აღჭურვილი 6.1 და 6.7 დიუმიანი დისპლეებით, მათი წინამორბედების მსგავსად. მცირედი ცვლილება შეეხო Pro-ს მოდელებს, ტელეფონები: iPhone 15 Pro და iPhone 15 Pro Max, რომელთა ღირებულებაც $999 და $1,199 იქნება, უჟანგავი ფოლადის ნაცვლად ტიტანის კორპუსით შეიცვლება, ხმის ჩამხშობი ღილაკს კი action button შეცვლის, რომლის გამოყენებაც სხვადასხვა ფუნქციით იქნება შესაძლებელი.
ევროკავშირის რეგულაციებმა, Apple იძულებული გახადა USB-C სატენ პორტზე გადასულიყო. კომპანიის არსებობის განმავლობაში პირველად, iPhone-ებსა და AirPods Pro-ზე USB-C დამტენი გამოჩნდება. რისი დამსახურებითაც ვეღარასოდეს გავიგონებთ ფრაზას: "iPhone-ის დამტენი ხომ არ გაქვს?".
ყველა ახალ მოდელს აქვს 48 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერა, ფლაგმანურ Pro Max-ს აქვს 5X ოპტიკური ზუმი და 3X ტელეფოტო შესაძლებლობა. Pro მოწყობილობებით მომხმარებლებს შეუძლიათ ჩაწერონ „სივრცითი“ ან სამგანზომილებიანი ვიდეოები, რომელთა ნახვა შესაძლებელია Apple-ის მომავალ Vision Pro სათვალეებზე.
iPhone 15 და iPhone 15 Plus მიიღებენ A16 Bionic ჩიპს, ხოლო iPhone 15 Pro და Pro Max იკვებება A17 Pro Chip-ით. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, Pro ხაზის აპარატურა, მოწყობილობებს შესაფერისს გახდის მაღალი დონის მობილური თამაშებისთვის.
კიდევ ერთი სიახლე Apple-სგან, რომლითაც მისი გუნდი ამაყობს: iPhone 15 და iPhone 15 Plus 100%-ით გადამუშავებული კობალტისგანაა დამზადებული.
საათები
Apple-მა წარადგინა საათების ახალი სერიაც: Watch Series 9 და მეორე თაობის Watch Ultra, იგივე ზომებით, როგორც მათი წინა ვარიანტები. უახლესი საათები მიიღებენ შემდეგი თაობის S9 ჩიპს, რომელსაც შეუძლია უკეთესი ანიმაცია და ეფექტები წარმოადგინოს. აღსანიშნავია, რომ Apple-ის საათებში, ეს იქნება პროცესორის პირველი განახლება, 2020 წელს Watch Series 6-ის გამოშვების შემდეგ.
ახალ ფუნქციათა შორისაა „ორმაგი შეხება“, ახალი ჟესტიკულაციის ფუნქცია, რომელიც გააკონტროლებს საათს ბრძანებებით, შეხების გარეშე.
Ultra 2 შეიცავს უფრო მეტ ინფორმაციას თქვენი ვარჯიშის შესახებ და გაუმჯობესებულ ბატარეას, რომელიც გაძლებს 36 საათამდე ნორმალური გამოყენებისას და 72 საათამდე დაბალი სიმძლავრის პარამეტრებზე. Watch Series 9 ღირებულება $399-დან იწყება, Ultra 2-ის ფასი კი 799$ იქნება.
AirPods
და ბოლოს, Apple-ის განახლებული ყურსასმენის მოდელი AirPods Pro-ს მეორე თაობა, გაუმჯობესებული ხმის ჩახშობის ფუნქციითა და უფრო მორგებადი ზომით, შეგვეძლება $249-ად შევიძინოთ.
როგორ ფიქრობთ, ღირს Apple-ის პროდუქტების განახლება, გასული ღამის პრეზენტაციაზე დაყრდნობით?
მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი მთელი ძალიც ცდილობენ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება აირიდონ თავიდან, თუმცა ჯერჯერობით, ეს ვერც საბოდიშო ვიდეომიმართვით ვერ მოახერხეს. ყველაფერი კი მსახიობების მიერ ლოს-ანჯელესის სასამართლოში გაგზავნილი სახასიათო წერილებით დაიწყო, რომელიც მათი ყოფილი კოლეგის დენი მასტერონის მხარდასაჭერად გაგზავნეს.
ლეონარდო დიკაპრიო ახალ მეგობარ გოგოსთან ერთად ესპანეთში, ღამის კლუბში დააფიქსირეს. 48 წლის მსახიობი ამჯერად 25 წლის მოდელს - ვიტორია ჩერეტის ხვდება. როდის დაიწყო ლეონარდოსა და ვიტორიას ურთიერთობა არავინ იცის, თუმცა პირველად ისინი პაპარაცებმა საფრანგეთში, მაისის ბოლოს დააფიქსირეს, როდესაც წყვილი დიკაპრიოს ახალი ფილმის - Killers of the Flower Moon-ის პრემიერას კანის კინოფესტივალზე ესწრებოდა.
დღეს ღამით, თვალები ყველამ ცისკენ უნდა ავაპყროთ, რადგან ცაზე იშვიათი სანახაობა სუპერ ლურჯი მთვარე გველოდება. ვინაიდან ეს არის თვის მეორე სავსე მთვარე, მას ასევე უწოდებენ ლურჯ მთვარეს. ლურჯი მთვარე საკმაოდ იშვიათია და ის ყოველ 2,5 წელიწადში ერთხელ ჩნდება ცაზე, ასე რომ, ეს არის მთვარის გამონათება, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.