#საზოგადოება

ხინკლით შთაგონებული ფერადი „ხინკილა“ ბავშვებისთვის #აგროჰაბი

გაზიარება:

ბავშვები სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, მათთვის ყველაფერი ფერადი და ჯადოსნურია, პატარა უფლისწულების მსგავსად სხვა ფასეულობები გააჩნიათ და ბედნიერებასაც წვრილმანებში პოულობენ. პატარების ყურადღებას მარტივად ვერ მიიპყრობთ, ხოლო თუ კი საქმე საკვებს ეხება, აქ თითქმის უძლური ვხდებით. გამოსავალი მხოლოდ სწორ მიდგომაშია და ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი აგროჰაბი, უკვე ერთ-ერთ მათგანს გვთავაზობს.

ტრადიციული ქართული კერძის, ხინკლის, შთაგონებით შექმნილი ფერადი „ხინკილა“ სპეციალურად ბავშვებისთვის შეიქმნა და მის ნატურალურ ინგრედიენტთა შორის ხბოს ხორცი, ჭარხალი და ისპანახის ნატურალური წვენი შედის.

აგროჰაბის წარმომადგენლების თქმით, ხინკლებს შეფერილობას ჭარხლისა და ისპანახის ნატურალური წვენებისგან იღებენ და „ხინკილები“ კონსერვანტებისგან და საღებავებისგან სრულიად თავისუფალია.

პაწაწინა „ხინკილები“ იმდენად მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ დიდ ალბათობით, მათი დაგემოვნებისგან უფროსებიც ვერ შევიკავებთ თავს, საბედნიეროდ, აგროჰაბის ახალი პროდუქტის შეძენა ჰიპერმარკეტის სამივე ფილიალშია შესაძლებელი.

ზევით