ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინონ

ვოლოდიმირ ზელენსკი და მასთან ერთად მთელი უკრაინელი ერი, დღეს, მთელი მსოფლიოსთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ევროპის ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტის შეუპოვრობამ და ბრძოლისუნარიანობამ ბოლო 23 დღის განმავლობაში ყველა ერთიანად აღგვაფრთოვანა. სწორედ ამიტომ ალბათ არავის გაჰკვირვებია ის ფაქტი, რომ ევროპელი პოლიტიკოსების ჯგუფმა ნობელის კომიტეტს ღია წერილით მიმართა და ნობელის პრემიის ნომინაციის პროცედურის 2022 წლის 31 მარტამდე გაგრძელება ზელესნკისთვის სთხოვა.

ევროპარლამენტის წევრებმა ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინელი ერი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს 36 ევროპელი პოლიტიკოსი აწერს, თუმცა შესაძლოა ეს რიცხვი 30 მარტამდე საგრძნობლად გაიზარდოს.

„მამაცი უკრაინელი კაცები და ქალები დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად იბრძვიან. ბრძოლაში ჩართულია ყველა, დემოკრატიული არჩევნების გზით არშეული პრეზიდენტით - ვოლოდიმირ ზელენსკით დაწყებული, ქვეყნისთვის ოჯახს დაშორებული და საბრძოლველად წასული აცრემლებული მამაკაცით დამთავრებული  - უკრაინელები დღეს, ავტორიტარიზმის წინააღმდეგ იბრძვიან“ - ნათქვამია ნობელის კომიტეტისთვის გაგზავნილ წერილში.

მიუხედავად ევროპელი პოლიტიკოსებისა და ევროპარლამენტის წევრების მონდომებისა, არავინ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს ნობელის კომიტეტი, თუ ისინი კანდიდატურების მიღების ვადას 31 მარტამდე გაზრდიან, მაშინ მსოფლიოს, უდავოდ, 2022 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ეყოლება მშვიდობის დარგში ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ერის სახით.

ზევით