#ცნობილები

ვინ არის ლეონარდო დიკაპრიოს ახალი რჩეული?

გაზიარება:

ლეონარდო დიკაპრიო ახალ მეგობარ გოგოსთან ერთად ესპანეთში, ღამის კლუბში დააფიქსირეს. 48 წლის მსახიობი ამჯერად 25 წლის მოდელს - ვიტორია ჩერეტის ხვდება. როდის დაიწყო ლეონარდოსა და ვიტორიას ურთიერთობა არავინ იცის, თუმცა პირველად ისინი პაპარაცებმა საფრანგეთში, მაისის ბოლოს დააფიქსირეს, როდესაც წყვილი დიკაპრიოს ახალი ფილმის - Killers of the Flower Moon-ის პრემიერას კანის კინოფესტივალზე ესწრებოდა.

მოგვიანებით, აგვისტოში, ლეო და ვიტორია კიდევ ერთხელ მოხვდნენ პაპარაცების ობიექტივში, ამჯერად სანტა-ბარბარაში, პაემანზე მიმავალი.

იტალიელი მოდელი - ვიტორია ჩერეტი 14 წლის ასაკში, Elite Model Look-ის 2012 წლის კონკურსის შედეგად აღმოაჩინეს. მისი პორტფოლიო მსოფლიოში სახელგანთქმულ მოდის სახლებსა და ბრენდებს აერთიანებს. რამდენიმე თვის წინ, ვიტორიას სახელი ყვითელი მედიის ყურადღების ცენტრში ლილი-როუზ დეპის იმ ინტერვიუზე გაკეთებული კომენტარით მოხვდა, რომელიც ნეპოტიზმის თემას უკავშირდებოდა. 

„მე მესმის მთელი „მე აქ ვარ და ამისთვის ბევრს ვმუშაობ“, მაგრამ დიდი სიამოვნებით ვნახავდი, გაძლებდი თუ არა ჩემი კარიერის პირველი ხუთი წლის განმავლობაში“ დაწერა ვიტორიამ საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე.

საინტერესოა ისიც, რომ ვიტორია ჯიჯი ჰადიდის ახლო მეგობარი გახლავთ. გემახსოვრებათ, რომ ჯიჯისა და ოსკაროსანი მსახიობის რომანის შესახებ მედიაში 2022 წლის სექტემბერში ალაპარაკდნენ, როდესაც წყვილი ერთად რამდენიმეჯერ დააფიქსირეს, თუმცა ჭორებს არც ერთი მხარე არ გამოხმაურებია, ახლა კი ლეოს ახალი რჩეული ჰყავს, რომელმაც მსახიობის ე.წ. ასაკის ტრადიცია დაარღვია. Hollywood-ში ხუმრობენ, რომ ლეოს "გოგონების" ასაკობრივი ზღვარი 25 წელზე ჩამოვიდა. 

წლების განმავლობაში ლეონარდო დიკაპრიოს მეორე ნახევრების სიაში არა ერთი ცნობილი სახე ჩაწერილა, მათ შორის იყვნენ კამილა მორონე, ჟიზელ ბუნდჰენი, ბარ რაფაელი, ბლეიკ ლაივლი, რიანა და ა.შ. 

ზევით