#მოდა #კულტურა #ცნობილები #კინო

ტრეისი ელის როსი Tiffany & Co-ს ახალი სახე გახდა

გაზიარება:

თუ კი ტრეისი ელის როსის შესახებ გსმენიათ, იცნობთ მის 25-წლიან სამსახიობო კარიერის ნიმუშებს, ან სულაც თვალს ადევნებთ მის აქტივობას სოციალურ ქსელში, მაშინ გეცოდინებათ, რომ ტრეისი და მოდა განუყრელნი არიან. გავიხსენოთ თუნდაც AMA-ს როსის ჩაცმულობა, სანამ ის ღონისძიების წამყვანად მოგვევლინა, ან Met Gala-ს დაუვიწყარი კოსტუმები, რომ არაფერი ვთქვათ მსახიობის წითელი ხალიჩის სტილზე.

ტრეის ელის როსი შარმიანი, გრაციოზული ქალია, რომელიც შინაგან სამყაროსა და პიროვნულ სტილს იმდენად სრულყოფილად უხამებს ერთმანეთს, რომ მისი ვერ შემჩნევა, უბრალოდ დანაშაულია. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ კი გეტყვით, რომ ტრეისის მკაცრი ინდივიდუალურობის დამსახურებით, ის მსოფლიოში სახელგანთქმული სამკაულების ბრენდის, Tiffany & Co-ს ახალი სახე გახდა.

Tiffany & Co-ს ამბასადორის ამპლუაში, ტრეისმა უკვე მოახერხა დასავლურ გამოცემებთან ინტერვიუს მიცემა და აღმოჩნდა, რომ სამკაულების ბრენდი მსახიობისთვის იმაზე ორგანული და ახლობელია, ვიდრე უბრალოდ მბზინავი, ძვირადღირებული აქსესუარები: "შეუძლებელია Tiffany იყოს მეტად საკულტო, ვიდრე დღეს, ექსტრაორდინალური ამერიკული ბრენდი, რომელიც თინეიჯერობის ასაკიდან ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა".

"თინეიჯერობის ასაკში Tiffany-ს მაღაზიასთან ახლოს ვცხოვრობდით, მახსოვს ხშირად ჩავდიოდი დავუყურებდი ძვირფას სამკაულებს, ერთ დღესაც ელზა პერეტის ოქროს სამკაული შევნიშნე და მაშინვე დედას მივწერე, ამი შემდეგ კიდევ რამდენიმე სეზონი ვთხოვდი მის ყიდვას და ჩემს დაბადების დღეზე საჩუქრად მივიღე. ამ სამკაულს ვაღმერთებდი და არასდროს ვიშორებდი.

ახლა, როდესაც Tiffany T1 კოლექციის წარმომადგენელი ვარ და წარსულში ვიხედები, ვხვდები, ჩემი ოცნება ახდა".

ზევით