#წიგნების თარო

„თიბისი კონცეპტი“ წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას მასპინძლობს

გაზიარება:

ლიტერატურული თავგადასავალი თიბისი კონცეპტთან ერთად გრძელდება - 14-15 მაისს, 13:00 - 22:00 საათის პერიოდში, თიბისი კონცეპტი და They Said Books, რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას წარმოგვიდგენენ. წიგნის მინი ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ძველი და საკმაოდ იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია.

წიგნების საგაზაფხულო მინი ბაზრობაზე დასწრება They Said Books-ის სივრცეში (გ. ახვლედიანის 10) ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

They Said Books-თან პარტნიორობის ფარგლებში, 13 მაისს, 18:00 -საათზე კი თიბისი კონცეპტის სივრცეში ჩანიშნულია შეხვედრა, სადაც მომხსენებლები მიმოიხილავენ: პოეზიას, პროზასა და მუსიკას. შეეხებიან ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს , როგორებიც ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი იყვნენ.

შეხვედრას სამი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სტუმარი ეყოლება:

დიანა ანფიმიადი - მწერალი , პოეტი და ფილოლოგია, 2009 წელს მისმა კრებულმა „ შოკოლადი“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში - წლის საუკეთესო დებიუტი.

რეზი ხუნწელია - მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

მაკა კასრაძე - რადიო წამყვანი და გამომცემლობა „ზებრა“-ს ხელმძღვანელია.

შეხვედრა გაიმართება თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: conceptevents.ge

ზევით