ჯენიფერ ენისტონი და რიზ უიზერსპუნი, მსახიობები, რომლებიც წლების წინ ეკრანებზე დების როლს ასრულებდნენ, 2019 წელს Apple TV-ის ახალი პროექტისთვის გაერთიანდნენ და წლის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, შთამბეჭდავი და ამაღელვებელი სერიალი შემოგვთავაზეს.
სამსახიობო შემადგენლობაში სტივ ქარელის, ბილი კრუდუპისა და გუგუ მბატა-როუს მონაწილეობით, ჯენისა და რიზის ჩათვლით, შოუს შემქმნელებმა ნიუსრუმის დრამა წარმოგვიდგინეს, რომლით მთავარ ჰაილაითად სამუშაო სივრცეში სექსუალური შევიწროება გასდევდა. თუ კი პირველი სეზონი ერთი ამოსუნთქვით ჩაამთავრეთ, მაშინ გეცოდინებათ, რომ სერიალს ის დასასრული ჰქონდა, რომელსაც იმსახურებდა, ახლა კი დროა ახალი სეზონისთვის მოვემზადოთ.
შოუს შემქმნელებს იმდენად სჯეროდათ The Morning Show-ს, რომ თავიდანვე 2 სეზონის შექმნა გადაწყვიტეს და მათი იმედები გამართლდა კიდეც, Emmy Award-ის, Screen Actors Guild-ის ნომინაციებისა და ჯენიფერ ენისტონის SAG ჯილდოს შემდეგ, ცხადი იყო ტელეპროექტი ახალი სეზონით დაგვიბრუნდებოდა.
გასულ დღეს, Apple TV-მ The Morning Show-ს მეორე სეზონის პირველი თრეილერი წარმოგვიდგინა, რომელშიც ჩვენთვის უკვე ნაცნობი მსახიობები იყრიან თავს, თუმცა არა ერთად და არა ჰარმონიულად, როგორც ეს წარმოდგენაში გვქონდა, ერთმა ეთერმა და საერთო იდეის გარშემო გაერთიანებამ, რიზისა და ჯენის პერსონაჟების დაახლოება ვერ გამოიწვია, თუმცა უნდა გვქონდეს კი ამის იმედი მეორე სეზონში? - ამას, ერთად გავიგებთ.
სერიალის მეორე სეზონის პრემიერა 2021 წლის 17 სექტემბერს გაიმართება და 8 ეპიზოდს გააერთიანებს.
Victoria’s Secret-ის 2025 წლის შოუ ნიუ-იორკში, 15 ოქტომბერს გაიმართება. ფერადი ფრთებით, ნოსტალგიური ელემენტებითა და ახალ ენერგიით სავსე პოდიუმზე ვიხილავთ ლეგენდარულ მოდელებსა და ახალ სახეებს, მათ შორის მატილდა გვარლიანს.
ლეგენდარული Ocean’s Eleven-ის ვარსკვლავები ეკრანებზე ბრუნდებიან. ჯორჯ კლუნი ადასტურებს, რომ Ocean’s 14-ის გადაღებები რამდენიმე თვეში დაიწყება. ამასთან, Warner Bros-ი Ocean’s-ის პრიქველზეც იწყებს მუშაობს, სადაც მარგო რობისა და ბრედლი კუპერს ვიხილავთ.
პოპვარსკვლავი და მსახიობი სელენა გომესი და მუსიკალური პროდიუსერი ბენი ბლანკომ 27 სექტემბერს სანტა-ბარბარაში დაქორწინდნენ. ინტიმურ ცერემონიას 170 სტუმარი ესწრებოდა.