#UKRAINE

თბილისში საერთაშორისო პროექტი „უკრაინული გერნიკა“ გაიხსნება

გაზიარება:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას პატრონაჟით, 5 მაისს თბილისში საერთაშორისო პროექტი „უკრაინული გერნიკა“ გაიხსნება. თბილისი იქნება პირველი ქალაქი, საიდანაც გამოფენა მოგზაურობას მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში დაიწყებს. 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 40 საერთაშორისო ფოტოგრაფის ნამუშევარი, რომელშიც აღბეჭდილია უკრაინაში რუსული აგრესიის ქმედება 2022 წლის თებერვალი-აპრილის თვეების პერიოდში.

„უკრაინული გერნიკას“ მიზანია საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მიქცევა სისასტიკესა და ჰუმანიტარულ კრიზისზე, რომელიც ახლა 21-ე საუკუნის ევროპის გულში ხდება. გამოფენას თან ახლავს დოკუმენტური ვიდეო და აუდიო ჩანაწერები.

ინფორმაციას დაგეგმილი საერთაშორისო პროექტის - „უკრაინული გერნიკას“ შესახებ პროექტის თანაორგანიზატორი, სოფო ჭყონია, პირად Facebook გვერდზე ავრცელებს. სოფო ჭყონია გახლდათ საქველმოქმედო კონცერტის - „უკრაინისთვის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომელიც აპრილის თვეში გაიმართა და ჯამში 20 000 დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა. საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად Help Ukraine Center-ში გადაირიცხა!

ზევით