#ტექნოლოგიები

რუსეთში „ინსტაგრამის“ ანალოგი „როსგრამი“ ამოქმედდება

გაზიარება:

რუსეთში Instagram-ის ერა დასრულდა, თუმცა rossgram.ru-სი მხოლოდ ახლა იწყება. დიახ, მას შემდეგ, რაც რუსეთის მთელ ტერიტორიაზე Instagram დაიბლოკა, რაც ქვეყანას დაახლოებით 200 მილიონი დოლარი დაუჯდება, მარკეტოლოგი ალექსანდრ ზობოვი აცხადებს, რომ სულ მალე რუსებისთვის „როსგრამი“ ჩაეშვება.

თავდაპირველად, ახალ სოციალურ პლატფორმაზე წვდომა ბლოგერებს, სპონსორებსა და ინვესტორებს ექნებათ, თუმცა აპრილიდან „როსგრამი“ ჩვეულებრივი მოკვდავთათვისაც იქნება ხელმისაწვდომი. პლატფორმა მომხმარებლებისთვის Android-სა და iOS-ზე იქნება ხელმისაწვდომი და თითქმის ყველა იმ ფუნქციით იქნება აღჭურვილი, რომელსაც რუსი ბლოგერები უკვე მერამდენე დღეა ცხარე ცრემლებით მისტირიან.

„როსგრამს“ უკვე ჰყავს პირველი მომხმარებელი ალექსანდრ ზობოვი, რომელიც რუსეთში ყველაზე პოპულარული პლატფორმის ანალოგს თავად გამოცდის. შეგახსენებთ, რომ რუსეთში Instagram 15 მარტს დაიბლოკა, ამ გადაწყვეტილებას რუსი ბლოგერების უკმაყოფილება მოჰყვა.

ზევით