#სამეფო ოჯახი

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი პირველ ოფიციალურ შეხვედრაზე ნიუ-იორკში

გაზიარება:

სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია ნიუ-იორკში ჩაფრინდნენ და ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის შემდეგ, პირველად გამოჩნდნენ საჯაროდ ოფიციალურ შეხვედრაზე. პრინცი ჰარი და მეგან მარკლი მანჰეტენზე One World Observatory-ს ესტუმრნენ და ქალაქის მერს ბილ დე ბლასკოს, მის ცოლსა და შვილს შეხვდნენ.

პირველი ოფიციალური შეხვედრისთვის სასექსის ჰერცოგები შესაბამისად გამოეწყვნენ, პრინც ჰარის შავი კოსტუმი და თეთრი პერანგი ამშვენებდა, მეგან მარკლმა კი არჩევანი მუქ ლურჯ მონოქრომულ სტილზე გააკეთა. ჰერცოგინიამ შავი კლასიკური შარვალი, ყელიანი სვიტერი და Emporio Armani-ს მოსაცმელი მოირგო.

ჰარიმ და მეგანმა ოფიციალური გამოჩენის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ გააჟღერეს. ხვალ, Central Park-ში Global Citizen Live event მოეწყობა, რომელიც ვაქცინაციის მნიშვნელობას გაუსვამს ხაზს, სასექსის ჰერცოგები სწორედ ამ ღონისძიებაზე გამოჩნდებიან და ჯენიფერ ლოპესის, ბილი აილიშის, ლიზოსა და კამილა კაბელოს გვერდით დაიკავებენ ადგილს.

ზევით