„ნეთფლიქსმა“ იცოდა სიმართლე, თუმცა განგებ შეცვალა - ნონა გაფრინდაშვილის საქმის სიახლეები

გიგანტურმა საკაბელო ტელევიზია „ნეთფლიქსმა“, სენსაციად ქცეული მინისერიალ „ლაზიერი გამბიტში“ ნონა გაფრინდაშვილის შესახებ ცნობების დამახინჯება ფაქტობრივად აღიარა. ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კის, ნონა გაფ­რინ­დაშ­ვი­ლის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აშშ-ს  სასამართლოში სერიალის სცენარის ავტორმა და რეჟისორმა, ფრენკ სკოტმა, განაცხადა, რომ მან იცოდა ნონა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ, თუმცა ფაქტები განზრახ დაამახინჯა.

ნონა გაფრინდაშვილის ინტერესების დამცველის ინფორმაციით, "ნეთფლიქსმა" სამართალწარმოების დროებით შეწყვეტა ითხოვა. 

„ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი საპროცესო უპირატესობა გვაქვს მოპოვებული Netflix-ის წინააღმდეგ, გამომდინარე სცენარის ავტორის და პროდიუსერის დაკითხვის შემდეგ“ - განაცხადა ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა

პირ­ვე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი კა­ლი­ფორ­ნი­ის შტატ­ში, 24 იან­ვარს და­ი­ნიშ­ნა. ქარ­თვე­ლი მო­ჭად­რა­კე ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ის­გან ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ 5 მი­ლი­ონ დო­ლარს მო­ი­თხოვს.

შეგახსენებთ, რომ სერიალი გამოგონილი ვუნდერკინდი მოჭადრაკე ქალის ბეთ ჰარმონის (ანია ტეილორ-ჯოი) ცხოვრებაზე მოგვითხრობს, რომელიც ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი მსოფლიო ჭადრაკის ოლიმპიადებზე იმკვიდრებს ადგილს. ფინალურ სერიაში, სადაც ბეთი რუს მეტოქეს და გროსმაისტერს უპირისპირდება გაჟღერებულია ნონა გაფრინდაშვილის სახელიც, თუმცა სერიალში ნათქვამია, რომ ქართველ სპორტსმენს მამაკაცებთან არასდროს უთამაშია, რაც სიმართლეს სულაც არ შეესაბამება.

ნონა იყო ლეგენდა ჭადრაკის ისტორიაში: მსოფლიოს პირველი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი, პირველი ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, პირველი დიდოსტატი ქალი, პირველი დიდოსტატი ქალი ვაჟთა შორის და ქალთა საჭადრაკო ოსკარის პირველი მფლობელი.

ზევით