#მუსიკა

მომღერალ Sia-ს აუტიზმის სპექტრი დაუდგინდა: „სრულად შევიცანი საკუთარი თავი”

გაზიარება:

2020 წელს გამოსულ ფილმ Music-ში, აუტიზმის არარეალლისტური პრეზენტაციის გამო მოხდილი ბოდიშიდან 2 წლის შემდეგ, Sia აცხადებს, რომ მას აუტიზმის სპექტრი თავად დაუდგინდა. Survivor-ის ფინალისტ კაროლინ უიგერთან ინტერვიუში Rob Has a Podcast-ზე, მომღერალმა დეტალურად აღწერა თავისი ბოლოდროინდელი ცხოვრებისეული მოვლენები დიაგნოზის გაგების შემდეგ და თქვა: „45 წლის განმავლობაში მე ვფიქრობდი, რომ: „უნდა ჩავიცვა ჩემი ადამიანის კოსტიუმი”. და მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში გავხდი სრულფასოვნად, სრულად საკუთარი თავი”.

გრძნობა, რომელსაც მომღერალი აღწერდა სიტყვებით „უნდა ჩავიცვა ჩემი ადამიანის კოსტიუმი” ემთხვევა აუტისტური ნიღბის პრაქტიკას, ასევე მოხსენიებულს, როგორც შენიღბვა. ნიღბები განისაზღვრება, როგორც აუტისტური ქცევების შეგნებულად ან ქვეცნობიერად ჩახშობის აქტი, რათა შეერწყას ნეიროტიპურ ინდივიდებს.

მიუხედავად იმისა, რომ აუტიზმის სპექტრი შეიძლება გამოვლინდეს ადრეულ ბავშვობაში, მისი ბუნება ასევე ტოვებს ადგილს გვიანი დიაგნოზისთვის.

„ვერავინ ვერასოდეს შეგიცნობს და შეგიყვარებს, როდესაც საიდუმლოებით ხარ სავსე და… სირცხვილით ცხოვრობ,” დასძინა მან პოდკასტში საუბრისას. „და როდესაც ჩვენ საბოლოოდ დავსხდებით უცხო ადამიანებით სავსე ოთახში და ვუამბობთ მათ ჩვენს ყველაზე ღრმა, ბნელ, ყველაზე სამარცხვინო საიდუმლოებებს  ჩვენს ცხოვრებაში პირველად არ ვგრძნობთ თავს ნაგვის ნაწილებად, ჩვენ პირველად ვგრძნობთ თავს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში ვართ, ამის შემდეგ, რეალურად შეგვიძლია გავიდეთ სამყაროში და ვიმოქმედოთ, როგორც ადამიანებმა”.

2020 წელს გამოშვებული, 2021 წელს კი ოქროს გლობუსის 2 ნომინაციის მფლობელი ფილმი, არავერბალური აუტისტი გოგოს ცხოვრებაზე იყო ფოკუსირებული. განსაკუთრებული კრიტიკა, ფილმმა, მთავარ როლში არა აუტისტური სპექტრის მქონე მსახიობის მედი ზიგლერის (რომელსაც საზოგადოება Sia-ს კლიპებიდან კარგად იცნობს) გამოჩენით დაიმსახურა. აუტისტური საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სამყარო აუტისტი ადამიანების ყოველდღიური ცხოვრების და მისი თანმდევი სირთულეების შესახებ ფილმებსა და სატელევიზიო შოუებიდან იგებს და სწორედ ამიტომ უნდა იყოს თითოეული მათგანი მაქსიმალურად რეალისტური.

კრიტიკის ქარ-ცეცხლის გაჩენიდან მალევე, Sia-მ Twitter-ის მეშვეობით საჯაროდ მოიხადა ბოდიში შემდეგ კი პირადი გვერდი წაშალა.

ზევით