მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი, დენი მასტერონის მხარდასაჭერი წერილებისთვის, ბოდიშს იხდიან

მილა კუნისი და ეშტონ კაჩერი მთელი ძალიც ცდილობენ საზოგადოების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულება აირიდონ თავიდან, თუმცა ჯერჯერობით, ეს ვერც საბოდიშო ვიდეომიმართვით ვერ მოახერხეს. ყველაფერი კი მსახიობების მიერ ლოს-ანჯელესის სასამართლოში გაგზავნილი სახასიათო წერილებით დაიწყო, რომელიც მათი ყოფილი კოლეგის დენი მასტერონის მხარდასაჭერად გაგზავნეს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Ashton Kutcher (@aplusk)

That '70s Show-ს ვარსკვლავს დენი მასტერონს ლოს-ანჯელესის მოსამართლემ 30 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, მას შემდეგ, რაც მსახიობი ნაფიც მსაჯულებმა ორი ქალის გაუპატიურებაში დამნაშავედ სცნეს. სასამართლო პროცესის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მასტერონის მხარდასაჭერი წერილები მოსამართლეს That '70s Show-ს ვარსკვლავებმა და დენის კოლეგებმა მილა კუნისმა და ეშტონ კაჩერმა გაუგზავნეს.

საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით, 27 ივლისს დათარიღებულ წერილში, რომელიც ლოს-ანჯელესის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლეს, ჩარლენ ფოლმედოს გაეგზავნა, კუჩერმა მასტერსონი აღწერა, როგორც ადამიანი, რომელიც ეპყრობოდა ადამიანებს „წესიერებით, თანასწორობითა და კეთილშობილებით“. მილა კუნისმა კი მასტერსონი დაახასიათა როგორც „მისაბაძი მეგობარი“ და „უფროსი ძმის ფიგურა“.

ჩვენ მხარს ვუჭერთ დაზარალებულებს

ეშტონ კაჩერმა საბოდიშო ვიდეო გასულ უქმეებზე გამოაქვეყნა საკუთარ Instagram გვერდზე: „ჩვენ ვიაზრებთ ტკივილს, რომელიც მოსამართლესთან გაგზავნილი დენი მასტერონის დახასიათების წერილებით გამოვიწვიეთ... რამდენიმე თვის წინ დენის ოჯახი დაგვიკავშირდა თხოვნით, დაგვეწერა სახასიათო წერილები იმ ადამიანზე, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ვიცნობდით, რათა აღწერილობა მოსამართლეს განაჩენის გამოტანისას გაეთვალისწინებინა. ისინი გამიზნული იყო მხოლოდ ერთი რამისთვის წაეკითხა მოსამართლეს და არა იმისთვის, რომ მსხვერპლის ჩვენება შეერყია ან რაიმე სახით ხელახალი ტრავმის ტრიგერი გამხდარიყო. ჩვენი მიზანი ეს არასდროს ყოფილა, ვწუხვართ თუ ასე გამოვიდა“ - განაცხადა კაჩერმა ვიდეომიმართვაში.

„ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ დაზარალებულებს. ჩვენ ეს არა ერთგზის გაგვიკეთებია ჩვენივე საქმიანობით და ამის გაკეთებას მომავალშიც განვაგრძობთ... წერილები არ იყო დაწერილი სასამართლო სისტემის ლეგიტიმურობის ან ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების მართებულობის ეჭვქვეშ დასაყენებლად“ - დასძინა მილა კუნისმა.

„ჩვენი გულები თითოეულ იმ ადამიანთანაა, ვინც ოდესმე ყოფილა სექსუალური ძალადობის ან გაუპატიურების მსხვერპლი“.

ზევით