#სპორტი

მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ჩემპიონია! - ქართველმა ჩოგანმა ფინალში რუსი ვალერია სავინიხი დაამარცხა

გაზიარება:

#იამაყეთ! 23 წლის ქართველი ჩოგბურთელი - მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ჩემპიონი გახდა. მარიამმა ფინალურ შეხვედრაში რუსი ათლეტი - ვალერია სავინიხი დაამარცხა. მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირის (ITF60k - President’s Cup) ფინალურ შეხვედრაში გამარჯვება სამ სეტში მოიპოვა.

მარიამ ბოლქვაძე, ყაზახეთის ტურნირის ჩემპიონი, დაამარცხა რუსი

ბოლქვაძისა და სავინიხის შეხვედრის პირველი სეტი რუსი ჩოგნის სასარგებლოდ 6:4 დასრულდა. ეს იყო პირველი და უკანასკნელი სეტი, რომელიც მარიამმა მთელი ტურნირის მანძილზე დათმო. 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მეორე სეტი 6:3, ხოლო მესამე სეტი 6:2 მოიგო და ყაზახეთის ტურნირის პირველობა მოიპოვა.

მარიამ ბოლქვაძე ჩემპიონია, რუსი დაამარცხა

შეგახსენებთ, რომ ბოლქვაძე შვედ ჟაკლინ ავადთან ერთად წყვილთა ტურნირის ნახევარფინალშიც იყო გასული, თუმცა მათ რუსულ დუეტთან თამაშზე უარი განაცხადეს.

ზევით