#ცნობილები

ლილი კოლინსი და ჩარლი მაკდაუელი დაქორწინდნენ

გაზიარება:

Emily in Paris-ის მსახიობი ლილი კოლინსი და მისი ერთადერთი და განუმეორებელი რჩეული ჩარლი მაკდაუელი, კოლორადოში გასულ უქმეებზე საიდუმლოდ დაქორწრინდნენ. თუმცა, საიდუმლო ქორწილის შესახებ ინფორმაციას თავად ლილი Instagram-ის მეშვეობით გვამცნობს და თვალისმომჭრელ საქორწინო ფოტოებსაც გვიზიარებს.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lily Collins (@lilyjcollins)

ულამაზესმა პატარძალმა Ralph Lauren-ის სადედოფლო კაბა მოირგო, დახურული ყელით, გრძელი ხელებითა და მაქმანებით გაწყობილი, ჩარლის კი კლასიკური შავ კოსტუმი ამშვენებდა.

არასოდეს მნდომებია ვყოფილიყავი ვიღაცისთვის ვიღაც, როგორც ამას შენთან ვგრძნობ... 4 სექტემბერს ჩვენ ერთმანეთის მარადისობას დავპირდით. უსაზღვროდ მიყვარხარ  - დაწერა ლილიმ პოსტის აღწერაში.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Lily Collins (@lilyjcollins)

ლილი კოლინსი და ჩარლი მაკდაუელი გასული ერთი წლის მანძილზე დანიშნულები იყვნენ, ჩარლიმ საყვარელ ქალს ხელი პანდემიის პერიოდში, მოგზაურობის დროს თხოვა.

ზევით