ლეონარდო დიკაპრიოს პირადი ურთიერთობების წესს ფსიქოლოგები ხსნიან

ყველაფერი რამდენიმე წლის წინ ერთგული გულშემატკივრების დაკვირვებით დაიწყო, ლეონარდო დიკაპრიოს ურთიერთობების სტატისტიკაზე თვალის გადავლებით, ისე ჩანდა, თითქოს მსახიობი საკუთარი წესებით თამაშობდა და არასდროს ხვდებოდა ქალებს 25 წელს ზემოთ; თუმცა როდესაც 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ლეო კამილა მორონეს 25 წლის იუბილეს აღნიშვნიდან რამდენიმე კვირაში დაშორდა, ვარაუდებმა უფრო მასშტაბური სახე შეიძინა.

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლეონარდო დიკაპრიოს ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ურთიერთობა კამილა მონორესთან დასრულდა. კამილას 25 წელი ივნისის თვეში შეუსრულდა და როგორც კი საკრალური რიცხვი წყვილის ურთიერთობის ჰორიზონტზე გამოჩნდა, მათი 7 წლიანი თანაცხოვრებაც დასრულდა.

რასაკვირველია, ეს დაშორება მსახიობის თაყვანისმცემლებისთვის და მედიისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, ფაქტმა კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ლეონარდო დიკაპრიო არასდროს ხვდება ქალებს 25 წლის ზემოთ. ამჯერად საჯარო დისკუსიებში ფსიქოლოგებიც ჩაებნენ, ემა კენიმ განმარტა, რომ არსებობს კარგი მიზეზი, რის გამოც ლეონარდო ურთიერთობას მეორე ნახევართან კონკრეტულ ასაკამდე აგრძელებს.

„ის არის ძალიან უჩვეულო მდგომარეობაში, რაც საშუალებას აძლევს აირჩიოს ვისთანაც სურს იყოს, სანამ არ მოიწყენს, ან არ აღიარებს, რომ მის პარტნიორს სურს გადავიდეს უფრო უსაფრთხო ადგილზე ქორწინების გზით, ან ბავშვების ყოლით. ქალების ასაკი, რომლებსაც ის ხვდება და მათი ურთიერთობის დასრულება, როგორც ჩანს, ემთხვევა ამ ცხოვრებისეულ ნიშნებს" - განაცხადა ემა კენიმ.

ფსიქოლოგი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ლეონარდოს არ სურს უარი თქვას თავგადასავლებზე და იმავდროულად უარს ამბობს საზოგადოების მიერ დადგენილი წესებით ცხოვრებაზე.

ლეონარდო დიკაპრიოს სასიყვარულო ურთიერთობების ქრონოლოგია ასე გამოიყურება:

24 წლის ასაკში ლეონარდო დიკაპრიო ბრაზილიელ სუპერმოდელს ჟიზელ ბუნდჰენს ხვდებოდა, მაშინ ჟიზელი 18 წლის იყო, 5 წლიანი ურთიერთობის შემდეგ წყვილი დაშორდა.

ლეო ბარ რაფაელს 2005 წელს შეხვდა, თუმცა ყველაფერი მაშინ დასრულდა, როდესაც ბარი 25 წლის გახდა.

The Wolf of Wall Street-სა და Gossip Girl-ის მსახიობების გზები 2011 წელს გადაიყარა. იმ დროს ბლეიკ ლაივლი 23 წლის იყო. მათი ურთიერთობა მალევე დასრულდა.

ბლეიკის შემდეგ ლეონარდომ 22 წლის ერინ ჰეზერტონი გაიცნო, მათმა ურთიერთობამ მხოლოდ 1 წელს გასტანა, 2013-14 წლებში კი დიკაპრიო 20 წლის ტორი გარნს ხვდებოდა. 

კელი რორბახი მათი ურთიერთობის დროს 25 წლის იყო, ხოლო ნინა აგდალი 24-25 წლის იყო, როდესაც ის და ლეო ერთმანეთს 2016-17 წლებში ხვდებოდნენ. მას შემდეგ მსახიობმა კამილა მორონესთან დაიწყო ურთიერთობა და როდესაც მათი რომანი თითქოს ახალ საფეხურზე უნდა გადასულიყო ყველაფერი დასრულდა. 

ზევით