#პოლიტიკა

ლეონარდო დიკაპრიო COP26-ზე მსოლფიო ლიდერებს ხვდება

გაზიარება:

31 ოქტომბრიდან მოყოლებული დიდ ბრიტანეთში, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების კონფერენცია იმართება. რიგით 26-ე კონფერენციაზე უკვე შეიკრიბნენ მსოფლიო ლიდერები: ჯო ბაიდენი, ბორის ჯონსონი, ანგელა მერკელი, ემანუელ მაკრონი და სხვები ხმამაღლა ალაპარაკდნენ ჩვენ წინაშე არსებული ყველაზე რთული გამოწვევების - კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული საფრთხისა და ბიომრავალფეროვნების დაკარგვის მაგალითებზე და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

კლიმატის აქტივისტი, ცნობილი მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო კონფერენციაზე, ფოტოგრაფებმა დააფიქსირეს. ლეონარდო ჯერ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან საუბრობდა გულმხურვალედ, შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელთან - პრინც ჩარლზთან ერთად სტელა მაკარტნის ეკო-მეგობრული, მდგრადი მოდის ინსტალაციების სანახავად გაეშურა.

2021 წლის 24 იანვარს ლეონარდო დიკაპრიომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წერილით მიმართა: "თქვენ შეგიძლიათ გახდეთ კლიმატის პრეზიდენტი. კლიმატის კრიზისზე საუბრის დრო სწორედ რომ ახლაა. ვუერთდები ბიზნეს ლიდერებს, მთავრობის წარმომადგენლებს და მოვუწოდებ ჯო ბაიდენს გახდეს კლიმატის ლიდერი, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება".

ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უნდა ისაუბრონ ამ დღეებზე, როგორც მსოფლიოს გადარჩენის დროზე  - დაწერა ლეონარდომ წერილის დასასრულს.

ლეონარდო დიკაპრიო კლიმატის ცვლილების კამპანიის გულმხურვალე მონაწილეა, მას ეკუთვნის დოკუმენტური ფილმები ცხოველებზე უკანონო ნადირობისა და ბუნების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. ლეონარდო, 2014 წელს, გაერთიანებული ერების კლიმატის ცვლილების წარმომადგენლადაც აირჩიეს.

ზევით