15 საათის წინ, ლელა წურწუმიას ახალი კლიპის პრემიერა მის საავტორო გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან“ და შემდეგ უკვე Youtube-ზეც შედგა. მუსიკალურ კლიპს უკვე 17 ათასზე მეტი ნახვა აქვს და მისი რაოდენობა ყოველ წუთას იზრდება. დიახ, Diva is back on screen!
სიმღერის სახელწოდებით „აღარ მინდა მე შენთან“ მუსიკისა და ტექსტის ავტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი გახლავთ, კლიპი კი რეჟისორმა, ზაზა ორაშვილმა გადაიღო. მუსიკალური კლიპის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა. მათ შორის ვაზისუბნის მამულში და Glarros OldTown-ში.
განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, ლელას შეცვლილი იმიჯი მუსიკალური კლიპის დასაწყისში და კოსტიუმები, რომლებიც მომღერალმა ვიდეოკლიპში ერთი მეორის მიყოლებით მოირგო. რა თქმა უნდა, ლელა ყოველი კადრის მთავარი მოვლენაა და მისი თითოეული ახალი გამოჩენაც უფრო ეფექტურია, ვიდრე წინა.
მუსიკალური ვიდეო სოციალურ ქსელში ლელა წურწუმიამ და მისმა მეუღლემ და პროდიუსერმა, მამულიჩამაც გადააზიარეს. კლიპს უკვე ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს. აშკარაა, რომ ლელას მუსიკალურ ეკრანზე დაბრუნებას მთელი საქართველო ველოდით.
It's Queen Bey's world, and we're all just living in it... მათთვის, ვინც ბიონსეს Renaissance კონცერტზე დასწრება ვერ მოახერხა და ეჭვიც არ გვეპარება, ასეთი მილიონობით ადამიანი მოიძებნება, მომღერალს დიდი საჩუქარი აქვს მომზადებული. Renaissance: A Film by Beyonce თითქმის 3 საათიანი დოკუმენტური ფილმია, რომლის რეჟისორი და პროდიუსერიც თავად ბიონსეა.
ამერიკული მეგაშოუს The Voice-ის 24-ე სეზონის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის ქართველი მომღერალი - ნინი ბრეგვაძეცაა. სასცენო სახელით Nini Iris ცნობილმა ქართველმა კონკურსანტმა, Playoff-ების ტურიც ფანტასტიკურად ჩაატარა და ნაილ ჰორანმაც გადაწყვეტილების მიღება არ დააყოვნა და ნინი საკუთარი გუნდის ტოპ 3 მონაწილეს შორის დაასახელა, რითაც Nini Iris-მა ავტომატურად დაიკავა 12 მონაწილეს შორის ადგილი.
5 ნოემბერს ღამით, სოციალური ქსელები ყაზბეგის, რაჭისა და უშბის თავზე აკიაფებული წითელი ცის ფოტოებით რომ გადაჭრელდა, ალბათ ყველამ ის გავიფიქრეთ, რომ საქმე მორიგ ფეიკ ნიუსთან გვქონდა. თუმცა, მალევე დავრწმუნდით, რომ პოლარული ნათება „ავრორა“, ჩრდილოეთიდან საკმაოდ შორს, საკუთარი ფეხით ჩამობრძანებულა საქართველოში.