ლელა მებურიშვილი ოჯახთან ერთად Royal Ascot-ის ღონისძიებას დაესწრო

ქართველი მსახიობი ლელა მებურიშვილი მეუღლესთან და შვილებთან ერთად, ლონდონიდან სულ რაღაც 20 კილომეტრში მიმდინარე Royal Ascot-ის ღონისძიებას დაესწრო. Royal Ascot (სამეფო ასკოტი) დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საჯირითო ღონისძიებაა, რომელიც ყოველი ივნისის შუა რიცხვებში ტარდება. ასკოტი სამეფო ოჯახის და განსაკუთრებით დედოფალ ელისაბედ II-ის რჩეულ სპორტულ ღონისძიებად არის მიჩნეული, სწორედ ამიტომ მონარქებს ღონისძიებაზე ყოველწლიურად ვხედავთ. 

სამეფო ოჯახის წევრების ყოველწლიური აქტივობის, ასკოტის გამორჩეული დრეს კოდისა და სპეციალური მიღების დამსახურებით, Royal Ascot პოპულარობას არასდროს კარგავს. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში ლელა მებურიშვილის ფოტოები ვიხილეთ ასკოტიდან, მსახიობს დავუკავშირდით და სიამოვნებით მოვისმინეთ მისი ოჯახური თავგადასავლის შესახებ.

„ნამდვილად გამორჩეული და ყველაზე მაშტაბური ღონისძიებაა Royal Ascot-ი. მიხარია, რომ წელს მეც მოვახერხე და დავესწარი ულამაზეს სანახაობას. საელჩოს წარმომადგენლები მოგვიწვიეს და მეც ჩემს ოჯახთან ერთად გადავწყვიტე წასვლა. ულამაზეს ადგილას იმართება სამეფო დოღი, ნამდვილად აზარტულია ცხენების შეჯიბრის გულშემატკივრობა, განსაკუთრებით თუ ფავორიტი ცხენიც გყავს არჩეული“ - განაცხადა ლელამ ჩვენთან საუბრისას.

ლელამ Royal Ascot-ის დრეს კოდის გათვალისწინებით, ორ ნაწილიანი აბრეშუმის კრემისფერი კაბა გრძელი მკლავებით, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ასკოტის ერთ-ერთი უმთავრესი აქსესუარი ქუდი მოირგო.

„სასიამოვნოა ამდენი ლამაზად ჩაცმული ადამიანის ყურება, რომლებიც დადებით ემოციებს და კომპლიმენტებს არ იშურებენ. საქართველოში იმდენი ულამაზესი გოგო გვყავს, წარმომიდგენია რა საოცარი სანახაობა იქნება ჩვენთან გამართული ასეთი საღამო. მომწონს ყოველდღიურობისგან სრულიად განსხვავებულ იმიჯს რომ ირგებენ ადამიანები და ერთი დღით თითქოს სხვა სამყაროში ხვდებიან. მშვენიერი გარემო, სამეფო ოჯახის წევრები, კეთილგანწყობილი, მომღიმარი ადამიანები, ჩაის სმის ცერემონია და დოღი ერთად დაუვიწყარ ემოციებს ქმნის“ - ლელა მებურიშვილი.

ზევით