ანსამბლ „რუსთავის" მოცეკვავემ და კასკადიორმა ლაშა მძინარაშვილმა, ჰოლივუდში, კასკადიორთა ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“ - Taurus World Stunt Awards-ის ცერემონიაზე, საუკეთესო ბრძოლის სცენის კატეგორიაში გაიმარჯვა. ლაშა, მსახიობის რის იფანსის კასკადიორი გახლდათ.
ლაშა, ნომინაციაზე მეთიუ ვონის ფილმის „კინგსმენის" მთავარი საბრძოლო სცენისთვის იყო წარდგენილი, რომელშიც მძინარაშვილმა ქართული ცეკვის ელემენტები გამოიყენა და კომპიუტერული გრაფიკის გარეშე, ბრწყინვალე ბრძოლის სცენა დადგა. ლაშა მძინარაშვილი პირველი ქართველია, რომელმაც ამერიკელ ოსტატთა „ოსკარზე“ კიანუ რივზის, დუეინ ჯონსონისა და სილვესტერ სტალონეს კვალდაკვალ გაიმარჯვა.
ამავე კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ კასკადიორები ფილმებიდან: Black Widow, Nobody, Suicide Squade და Last Duel.
„კინგსმენის" საკმაოდ წარმატებული პირველი და მეორე ნაწილების შემდეგ, მესამე ფილმმა პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გადაგვისროლა, სადაც აგენტი მამა-შვილი ბოროტმოქმედებს თავად უსწორდებიან. ერთ-ერთი უარყოფითი პერსონაჟი გახლავთ რასპუტინიც, რომლის როლს ფილმში რის იფანსი ასრულებს, მის კასკადიორობას კი ლაშა მძინარაშვილი შეითავსებს. მთელი საბრძოლო სცენა, რომელსაც ფილმში ვხედავთ ლაშას მონაწილეობით შეიქმნა და მასში ქართული ცეკვის ელემენტების ამოცნობა არავის გაუჭირდება.
ტეილორ სვიფტისა და ტრევის კელსის ქორწილი Madison Square Garden-ში გაიმართა. ორდღიანმა ღონისძიებამ ნიუ-იორკი ვარსკვლავური სტუმრებისა და გულშემატკივრების ყურადღების ცენტრში მოაქცია.
2026 წლის ნახევარი თითქმის გასრულდა და დიდ ეკრანებზე უკვე ვიხილეთ ისეთი ფილმები, როგორებიცაა The Devil Wears Prada 2 თუ Toy Story 5. ახლა კი, როდესაც წლის პირველი ნახევარი თითქმის დასრულდა, გადავხედოთ იმ ყველაზე მნიშვნელოვან კინოპრემიერებს, რომლებიც 2027 წლამდე გველოდება.
11-12 ივლისს კიკეთის ფერმა „მუსიკალურ დღეებს“ უმასპინძლებს. ცოცხალი მუსიკის, ბუნების, გემრიელი კერძებისა და გასართობი აქტივობების წყალობით, ფესტივალი საუკეთესო მიზეზია, უქმე დღეები კიკეთის ფერმის სიმწვანეში გავატაროთ.