#კულტურა #ცნობილები #კინო #WOMEN POWER

კირა ნაითლის 10 რჩეული ისტორიული ფილმი, რომლებიც არასდროს გვბეზრდება

გაზიარება:

ელიზაბეტ ბენეტი, ჯორჯიანა სპენსერი, ანა კარენინა - კირა ნაითლს იმაზე მეტი კორსეტი სცმია გადასაღებ მოედანზე, ვიდრე თანამედროვე ტანსაცმელი. ისტორიული ფილმების ნამდვილი დედოფალი, ძირითადად მე-18 საუკუნიდან 1950-იან წლებამდე მიმდინარე მოვლენების ეკრანიზაციებზე მუშაობდა, ფილმებზე, რომლებიც ძლიერ, ამაყ და თავდაჯერებულ ქალებს გვაცნობდნენ, თავიანთი ეპოქის ნამდვილ მეამბოხეებს, რომლებისთვისაც დათმობა, მორჩილება თუ დადუმება უცნობი სიტყვებია.

The Pirates of the Caribbean  (2003-2007)

შეუძლებელია კირა ნაითლის შემოქმედებაზე საუბარი, იმ როლით არ დავიწყოთ, რომელმაც მსახიობს საერთაშორისო აღიარება მოუპოვა - Pirates of the Caribbean-ის საგაში კირამ ელიზაბეტ სუონის როლი მოირგო, რომელიც მეკობრეობისთვის საკუთარ კორსეტს თმობს და თავგადასავლებით სავსე ცხოვრებას იწყებს.

King Arthur (2004)

მეფე არტურის ლეგენდისგან განყენებულ ფილმ King Arthur-ში კირა ნაითლი საკმაოდ კომპლექსურ პერსონაჟს მებრძოლ გუინევრას განასახიერებს, რომელიც არტურს უყვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ანტონი ფუკუას ფილმმა საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა, კირა ნაითლის შესრულება ეკრანიზაციაში ცალკე აღნიშვნას მაინც იმსახურებს.

Pride and Prejudice(2005)

ჯეინ ოსტინის ნოველის, ჯო რაითისეულ კინოადაპტაციაში, ჯეინ ოსტინის როლის მორგების შემდეგ კირა ნაითლს თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად, კირას შესრულება „სიამაყე და ცრურწმენის“ ერთგულ მკითხველსაც კი აღაფრთოვანებდა. 2006 წელს კირამ, შესრულებული როლისთვის „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარის“ ნომინაციებიც დაიმსახურა საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში.

Atonement (2007)

ჯო რაითისა და კირა ნაითლის მორიგი კოლაბორაცია „სიამაყე და ცრურწმენის“ გამოსვლიდან მალევე შედგა. მსახიობმა ჯეიმს მაკევოისთან და სირშა რონანთან ერთად, 1930-იანი წლების დიდ ბრიტანეთში ერთი ტრაგიკული სიყვარულის ისტორია წარმოგვიდგინა, რომელიც მაყურებელთა გულებს დღემდე იპყრობს. 

კირამ სესილიას როლისთვის „ოქროს გლობუსის“ და „ოსკარის“ ნომინაციები ამჯერადაც დაიმსახურა.

Silk (2007)

ალესანდრო ბარიკოს ნოველის კინოადაპტაცია 1861 წელს გვამოგზაურებს და კიდევ ერთი ჩახლართული სიყვარულის ისტორიას გვაცნობს. ფილმში კირა ნაითლს პარტნიორობას მაიკლ პიტი უწევს.

The Edge of Love (2008)

სიენა მილერის, კილიან მერფის, მეთიუ რაისისა და რა თქმა უდნა კირა ნაითლის მონაწილეობით 2008 წელს ეკრანებზე შესანიშნავი დრამა The Edge of Love გამოჩნდა და მაყურებელი მალევე მონუსხა, თუმცა იმავეს თქმა კინოკრიტიკოსებზე ნამდვილად არ შეგვიძლია. შესაძლოა, ფილმმა სასურველი დიდება ვერ მოიპოვა, თუმცა კირასა და სიენას შესრულება ცალკე აღნიშვნას უდავოდ იმსახურებს.

The Duchess (2008)

The Duchess კირა ნაითლის სამსახიობო კაერიერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეკრანიზაციად არის აღიარებული, ჯორჯიანა სპენსერის ცხოვრებით შთაგონებული ფილმში მსახიობი ლედი დიანას ორმაგ ბუნებას წარმოგვიდგენს, რომელიც ცოლად ჰერცოგს მიჰყვება და ახალ ცხოვრებას იწყებს.

A Dangerous Method (2011)

კიდევ ერთი ისტორიული ფილმი, კირა ნაითლის მონაწილეობით, რომელშიც მოქმედება გასულ საუკუნეში ვითარდება, მსახიობი ახალგაზრდა ქალს საბინას წარმოგვიდგენს, რომელიც ექიმის თმით ისტერიით იტანჯება, თუმცა ფსიქონალიტიკოსმა კარლ გუსტავ იანგმა იცის, რომ საბინას დაავადების მიღმა ბევრად რთულ და ამოუხსნელი რამ იმალება.

Anna Karenina (2012)

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, კირა ნაითლისა და ჯო რაითის კოლაბორაცია კიდევ ერთ ისტორიულ ფილმში შედგა. ლევ ტოლსტოის ნოველის მიხედვით გადაღებულ კინოადაპტაციაში კირა ანა კარენინას განასახიერებს, რომელიც ალექსის კარენინაზეა დაქორწინებული, თუმცა ჩუმად გრაფ ვონსკის ხვდება.

ჯო რაითმა მე-19 საუკუნის რუსი მაღალი საზოგადოების ყოფის წარმოსაჩენად, შთამბეჭდავი თეატრალური დადგმა წარმოგვიდგინა, რომლის ცენტრშიც მშვენიერი კირა ნაითლი იმყოფება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ფრანგულმა მოდის სახლმა Chanel-მა კირასთვის თვალისმომჭრელი სამკაულები შექმნა.

Colette (2018)

2018 წელს კირამ თმა მოკლედ შეიჭრა და კოლეტის როლი მაქსიმალურად გაითავისა. ბიოგრაფიულ ეკრანიზაციაში მსახიობი თავისუფლებისა და ხელოვნების მოყვარული მწერალი ქალის კოლეტის როლს ირგებს, რომელიც ქმრისთვის Claudine-ის წიგნების სერიას წერს, თუმცა როგორც კი კოლეტი მიხვდება, რომ მას იყენებენ, ქალი საკუთარი წიგნისა და საავტორო უფლებებისთვის იწყებს ბრძოლას და ნამდვილ გადატრიალებას აწყობს.

ზევით