#ცნობილები

ქეთი მელუა პირველ შვილს ელოდება

გაზიარება:

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ქეთი მელუა მალე დედა გახდება. ამის შესახებ თავად ქეთამ გვაუწყა და ისიც აღნიშნა, რომ დაგეგმილ ტურნეში პატარასთან ერთად იმოგზაურებს.

„ეს ჩვენ ვართ, გუნდი, რომელიც ამ ზაფხულს იმოგზაურებს. ეს იქნება ჩემი პირველი ტური ბავშვთან ერთად. არც კი მჯერა, რომ ახლა ეს დავწერე. მივდივართ ციურიხში, სტრასბურგში, გერმანიის 6 ქალაქში, ვაპირებ ვიდეო დღიურის გაკეთებას” - დაწერა ქეთი მელუამ პოსტში.

ქეთი მელუა და მოტომრბოლელი ჯეიმს ტაუზლენდი 2012 წლის 1-ელ სექტემბერს დაქორწინდნენ, თუმცა თანაცხოვრებიდან 8 წლის შემდეგ, მედიაში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია ქეთისა და ჯეიმსის დაშორების შესახებ. ქართველ-ბრიტანელი მომღერალი პირადი ცხოვრების დეტალების გასაჯაროებით არ გამოირჩევა, სწორედ ამიტომ არც ამ ამბის და არც შემდგომ განვითარებული მოვლენების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არსად მოიპოვება. 

რაც დანამდვილებით ვიცით ის არის, რომ ქეთი მელუა პირველ შვილს ელოდება და ერთად დიდ საზაფხულო ტურნეში მიემართებიან.

ზევით