#ცნობილები

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მეორე შვილს ელოდებიან

გაზიარება:

უკვე ოფიციალურად: სტორმი ვებსტერი უფროსი და იქნება! კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის პირველი ქალიშვილის დაბადების შემდეგ, წყვილი მეორე ბავშვს ელოდება. სიახლე ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ტაბლოიდებში გავრცელდა, თუმცა კაილიმ ოჯახის მატების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა, Instagram-ის ემოციური პოსტის საშუალებით გაგვიზიარა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Kylie 🤍 (@kyliejenner)

კაილიმ წუთ ნახევრიანი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ოჯახის ახალი წევრის მატებით განცდილი სიხარულისა და ბედნიერების წუთებს ასახავს. ვიდეორგოლში კაილი, ტრევისი და მათი ქალიშვილი სტორმი ერთად მიდიან პატარას გულისცემის მოსასმენად. სიახლეს პირველად ჯენერი სტორმის დახმარებით დედას - კრის ჯენერს უზიარებს, შემდეგ კი მთელს ოჯახს სადღესასწაულო ვახშამზე.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Kylie 🤍 (@kyliejenner)

კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის პირველი შვილი - სტორმი ვებსტერი 2018 წლის თებერვალში მოევლინა სამყაროს. სტორმის გაჩენიდან 1 წლის შემდეგ წყვილი დროებით დაშორდა ერთმანეთს, თუმცა კაილიმ და სკოტმა ერთმანეთთან დასაბრუნებელი გზა მაინც იპოვეს და ახლა ისინი უფრო დიდი ოჯახის შენებას იწყებენ ერთად.

ზევით