ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე 16 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე რომანტიკული სიყვარულის ისტორია  დასასრულს მიუახლოვდა. 16 წლიანი ურთიერთობისა და 5 წლიანი ქორწინების შემდეგ, ჯეისონ მომოა და ლიზა ბონე ერთმანეთს დაშორდნენ. ინფორმაცია სიახლის შესახებ თავად ჯეისონმა, Instagram გვერდზე გაავრცელა.

ჩვენ ყველამ ვიგრძენით წნეხი და ცვლილებები, რომელიც ამ გარდამტეხ დროს ახლდა თან... ყველაფერი იცვლება და არც ჩვენი ოჯახი აღმოჩნდა გამონაკლისი, სერიოზული ძვრები მოხდა და ჩვენი ოჯახის სიახლეს გიზიარებთ - ჩვენ ვშორდებით. 

ამ სიახლეს გიზიარებთ არა იმიტომ, რომ ის სიახლეა, არამედ იმიტომ რომ გვსურს ღირსეულად და პატიოსნად მოვიქცეთ. ჩვენი სიყვარული არსებობას განაგრძობს, თუმცა ერთმანეთს ვათავისუფლებთ, რათა გავხდეთ ისინი, ვისთვისაც მივიღწვით" - ნათქვამია განცხადებაში.

ჯეისონმა და ლიზამ ერთმანეთი 2005 წელს ჯაზ კლუბში, მეგობრების მეშვეობით გაიცნეს. როდესაც წლების შემდეგ მომოა პირველ პაემანს იხსენებდა, ის უბრალოდ ამბობდა, რომ "საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოვჩნდით". 2007 წელს წყვილს პირველი შვილი ლოლა შეეძინა, ერთ წელიწადში კი მეორე საერთო შვილის ნიკოლა-ვოლფის მშობლები გახდნენ (ლიზას ლენი კრავიცთან ქორწინებიდან 33 წლის შვილი ზოი კრავიცი ჰყავს).

მომოამ და ბონემ პირველი შვილის გაჩენიდან 10 წელიწადში, 2017 წელს იქორწინეს. ჯეისონი არასდროს მალავდა აღფრთოვანებას და გრძნობებს მეუღლის მიმართ, მას ხშირად უწოდებდა "ოცნების ქალს", რომელთანაც დარჩენილი ცხოვრების გატარებას გეგმავდა, თუმცა როგორც ჩანს მათი გზები გაიყო.

ზევით