#მოდა #ცნობილები

ჟასმინ ტუკსი Zuhair Murad-ის დიდებული სადედოფლო კაბით დაქორწინდა

გაზიარება:

მოდელი და Victoria’s Secret-ის ყოფილი ანგელოზი ჟასმინ ტუკსი და მისი რჩეული ხუან დევიდ ბორეო დაქორწინდნენ. 5-წლიანმა ურთიერთობამ და ერთგულმა რომანტიკულმა ურთიერთობამ თავისი ბედნიერი დასასრული და სრულიად ახლის დასაწყისი იპოვა. ჟასმინმა სოციალური ქსელის მეშვეობით, მისი და დევიდის ჯადოსნური დღის ფავორიტი მომენტები გაგვიზიარა.

ულამაზესმა პატარძალმა მნიშვნელოვანი დღისთვის Zuhair Murad-ის სადედოფლო კაბა შეარჩია, რომელიც მონაკოს პრინცესის კრეის კელის საპატარძლო კაბით გახლდათ შთაგონებული. როგორც ჟასმინის Instagram პოსტიდან ირკვევა, მან ზუსტად იცოდა, რომ მისი კაბა ლიბანელ დიზაინერს უნდა შეექმნა.

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jasmine Tookes (@jastookes)

იმ მომენტიდან, როდესაც  მის კუტიურ შოუზე გავიარე ვიცოდი, რომ ჩემი საპატარძლო კაბა სწორედ მას უნდა შეექმნა. მას ჩემი შთაგონება გავუგზავნე და მალევე ისეთი კაბა დამიხატა, როგორიც არასოდეს მინახავს.

ჟასმინ ტუკსის კაბა მართლაც რომ შეუდარებელი ნამუშევარი გახლავთ, კაბა ორი ერთმანეთისგან განსხვავებული სტილების ჰარმონიულ სინთეზს ასახავს, მისი ერთი ნაწილი მაქმანებისგანაა შექმნილი, მეორე კი აბრეშუმის მბზინავი ნაჭრისგან და გრაციოზული სილუეტისგან. მოდელის საპატარძლო კაბას უზარმაზარი ფატა კიდევ მეტ ხიბლს და დიდებულებას სძენდა.

ჟასმინ ტუკსი 2021 წლის თვალისმომჭრელ პატარძლებს შორის უკვე იკავებს საპატიო ადგილს, მისი და Zuhair Murad-ის საერთო ქმნილება არა მხოლოდ ამ წლის, არამედ ათწლეულების საუკეთესო სილუეტს წარმოადგენს, რომელიც პატარძალს ოდესმე სცმია.

ზევით