#დეკორი

Home Alone-ის სახლი Airbnb-ზე 1 დღით გაქირავდება

გაზიარება:

დეკემბრის თვეში, სულ ერთი დღით, ილინოისის შტატში ადამიანები ჩვენს ბავშვობის დროინდელ ოცნებას აიხდენენ და მაკკალისტერების სახლის ნაწილი გახდებიან, ოჯახის, რომელსაც 31 წლის წინ სიჩქარეში კევინი სახლში მარტო დარჩათ, რის შემდეგაც ეს ქერა ბიჭი ცისფერი თვალებით ჩვენი ყველაზე მხიარული საახალწლო ფილმის მთავარ ოხუნჯად მოგვევლინა.

„მიუხედავად იმისა, რომ ახლა დიდები და ბევრად ჭკვიანები ვართ (მე საკუთარი სამშენებლო ფირმა მაქვს), არასოდეს ვართ ზედმეტად დიდები საშობაო თავგადასავლისთვის. და სანამ სამოგზაუროდ ვიქნებით (ამჯერად ყველანი), სახლში ადამიანთა ჯგუფს ვეპატიჟები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ საკუთარ თავში მცხოვრები 8 წლის ბავშვები გაათავისუფლონ და ჩემს სახლში თავისუფლად ირბინონ 12 დეკემბერს“ - ნათქვამია Airbnb-ის განცხადებაში, რომელიც კევინის უფროს ძმას - ბაზს ეკუთვნის.

Home Alone-ის სახლი ერთი დღით Airbnb-ზე გაქირავდება, იღბლიან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ფილმიდან გაცოცხლებული კადრების მომსწრენი რეალურ სამყაროში გახდნენ, უზარმაზარ ნაძვის ხესთან შეიკრიბონ და სახლში, რომელიც მილიონობით ადამიანის ყველაზე ძვირფას ადგილად ითვლება, საკუთარი მოგონებები შექმნან.

Airbnb-ზე საკულტო სახლში ღამის გატარება მსურველებს 7 დეკემბერს შეეძლებათ, თუმცა გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ სახლი მხოლოდ 1 ღამით ქირავდება, კონკურენცია საკმაოდ დიდი იქნება და მხოლოდ იღბლიან ადამიანს, ოჯახსა თუ სამეგობროს მიეცემა მაკკალისტერების საოჯახო სახლში სტუმრობის პატივი. ჯერჯერობით უცნობია რა იქნება სახლის ღირებულება, თუმცა ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ შემოსული თანხა საქველმოქმედო საქმეს მოხმარდება და მთლიანად  Chicago’s La Rabida Children’s Hospital-ში გადაირიცხება.

ზევით