თბილისში ახალი სილამაზის სივრცე გაიხსნა
თბილისში ახალი ბიუთი სივრცე Beauty Studio by Kani გაიხსნა. ამ სივრცეში თავის მოვლის მრავალფეროვანი პროცედურების ჩატარებაა შესაძლებელი.
5 ივნისს საქართველოში უკრაინის მხარდამჭერი ყველაზე დიდი საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება გაიმართება! „გარბენი უკრაინისთვის“ სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის ორგანიზებით კახეთში ჩატარდება.
მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია, შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად.
5 ივნისს კახეთში უკრაინისთვის გამართული საქველმოქმედო გარბენის შემდეგ გაიმართება ჯგუფ “მგზავრების” სოლო კონცერტი! გარბენი ჩატარდება თელავის მუნიციპალიტეტში, ლოპოტას მიმდებარედ. ტრანსპორტირებას თბილისიდან კახეთში და უკან ფონდი უზრუნველყოფს. ყველა მონაწილე ადგილზე მიიღებს მაისურს უკრაინის სიმბოლიკით. 10 კმ სიგრძის დისტანციაზე გამოვლინდება 2 გამარჯვებული, ქალებსა და მამაკაცებს შორის.
რეგისტრაცია ორ საფეხურიანია:
ბილეთის შეძენა - bit.ly/38WA0ma
სარეგისტრაციო ფორმის შევსება - bit.ly/38W4c0S