ესპანეთის მეფემ და დედოფალმა Royal Palace-ში 40 ქვეყნის ლიდერს უმასპინძლეს

ესპანეთის მეფე ფილიპემ და დედოფალმა ლეტიციამ, NATO-ს სამიტის გალა-ვახშამს მადრიდის Royal Palace-ში 28 ივნისს უმასპინძლეს. სამეფო კარზე მისულ სტუმართა შორის 40-მდე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.

დედოფალმა ლეტიციამ ოფიციალური მიღებისთვის Magna Magnolia-ს შავი კაბა გააცოცხლა და Manolo Blahnik-ის მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან და დედოფალ ვიქტორის ეუგენიას სამკაულებთან ერთად მოირგო. 

არაფორმალური ორმხრივი შეხვედრების დასასრულს, რომელიც წინ უძღოდა NATO-ს სამიტს, სტუმრები სამეფო კარზე გამოჩნდნენ. ესპანეთის მეფე და დედოფალი სტუმრებს სათითაოდ, სატახტო ოთახში მიესალმნენ, მოგვიანებით კი ჰალბერდიერების დარბაზში მათთან ერთად „ოჯახური ფოტოებიც“ გადაიღეს.

სამეფო კარის ოფიციალური მიღების შემდეგ სტუმრებმა სასადილო დარბაზში გადაინაცვლეს და გალა-ვახშამიც დაიწყო. NATO-ს სამიტი მადრიდში 28 ივნისს დაიწყო და დღევანდელი დღის ჩათვლით გაგრძელდება.

ზევით