19 სეზონის, 3278 ეპიზოდის, 30-ზე მეტი „ემის“ ჯილდოს, თავისუფლების მედლის, ბევრი მხიარულების, სიურპრიზებისა თუ ცრემლების შემდეგ, ელენ დეჯენერესი საკულტო The Ellen DeGeneres Show-ს მაყურებელს გამოემშვიდობა. თითქმის ორი ათწლეულის შემდეგ, Talk Show-ს წამყვანმა გადაცემის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო და ეს არავისთვის ყოფილა მარტივი.
ბოლო გადაცემისთვის ელენმა განსაკუთრებული სტუმრები შეარჩია, დეჯენერესის ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ჯენიფერ ენისტონი, მეოცედ და უკანასკნელად გამოჩნდა ფინალურ ეპიზოდში, ჯენიფერი The Ellen DeGeneres Show-ს სადებიუტო ეპიზოდის სტუმარიც გახლდათ. სტუმართა შორის იყვნენ ბილი აილიში და Pink, ელენის ძმა ვანსი და ერთადერთი და განუმეორებელი პორშა დე როსი.
და სწორედ ასე, ცრემლნარევი ეთერით, ბევრი მოგონებით, სენტიმენტებითა და ემოციებით ამერიკული სატელევიზიო შოუს კიდევ ერთი ეპოქა დასრულდა. ელენ დეჯენერესმა გამოსამშვიდობებელ სიტყვაში პირადი ისტორია გაიხსენა, გაიხსენა ისიც თუ რას ნიშნავდა ამერიკულ ტელეშოუს გეი წამყვანი ჰყოლოდა და რა შეიცვალა მისთვის უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში.
20 წლის წინ, როდესაც შოუს გაყიდვას ვცდილობდით, ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ გამომივიდოდა. არა იმიტომ, რომ ეს განსხვავებული შოუ იყო, არამედ იმიტომ, რომ მე ვიყავი განსხვავებული - თქვა ელენმა.
კომიკოსმა, მსახიობმა და პროდიუსერმა შოუს დასრულებისას სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და მაყურებელს გაუმხილა, რომ დიდი დრო დასჭირდება იმის მისახვედრად თუ რას გააკეთებს მომავალში და რომელ კარიერულ მიმართულებას აირჩევს.
თუკი რაიმე გავაკეთე ბოლო 19 წლის განმავლობაში, იმედი მაქვს რომ თქვენი შთაგონება შევძელი ყოფილიყავით ის ვინც ნამდვილად ხართ. და თუ ვინმე არის იმდენად მამაცი, რომ რეალურ სახეს გაჩვენებთ, თქვენც იყავით იმდენად მამაცი რომ მიიღოთ იგი.
ელენს ტელეშოუს გადაღებების დასრულება ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სურდა, შემოქმედებითი საქმიანობის ამ კუთხით ამოწურვისა და სავარაუდო გადაწყვეტილების მიღების შესახებ ტელეწამყვანი 2018 წელს საუბრობდა, თუმცა მაშინ დეჯენერესს გადაწყვეტილება Warner Bros. კომპანიამ გადააფიქრებინა, ახლა კი ყველაფერი რეალურად ხდება.
ელენის სურვილს დაემატა მის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებებიც, რომლის საფუძველზეც დეჯენერესის ყოფილი თანამშრომლები ტელეწამყვანს რასიზმსა და გადასაღებ მოედანზე არასათანადო მოპყრობისთვის სდებდნენ ბრალს.
შესაძლოა, ელენის წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები ტელეწამყვანისთვის გადაწყვეტილების მიღების პირდაპირი საბაბი არ გამხდარა, თუმცა, უდავოა ის ფაქტი, რომ სკანდალმა, 2003 წლიდან მოყოლებული, ყველაზე პოპულარული ტელეშოუს რეიტინგზე იმოქმედა და მისი ვარდნა გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ექვს თვეში რეიტინგი 40%-ზე მეტით – 2,6 მილიონი მაყურებლიდან 1,5 მილიონამდე – შემცირდა.
თქვენი გულისა და გონების გახსნით თქვენ გახდებით ბევრად უფრო თანამგრძნობი და თანაგრძნობა არის ის, რაც სამყაროს უკეთეს ადგილად აქცევს
სტილის, ხალხისა და სიყვარულის პრინცესამ ადამიანთა გულები არა მხოლოდ ჰუმანურობით, ემპათიურობითა და საოცარი სტილის შეგრძნებით, არამედ თავისი მეამბოხე ბუნებითაც დაიმსახურა. ლედი დი დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მეამბოხე წევრი გახლდათ, მისთვის დადგენილი წესები და სამეფო კარის პროტოკოლები ზედმეტად რთული რამ გახლდათ შესასრულებლად, საქორწინო ფიცის შეცვლით ყველამ იცოდა, რომ პრინცესა დიანა არ იქნებოდა ის მონარქი, რომელიც ინდივიდუალურობას უკანა პლანზე გადაწევდა და სხვის ჩრდილში იცხოვრებდა.
29 ივნისს Native Racha-ს პრემიუმ ხარისხის ხორცპროდუქტების დეგუსტაცია „ბაზარი ორბელიანზე“ გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 20 სახეობის, თანამედროვე მეთოდით დამუშავებული ტრადიციული პროდუქცია. კომპანიამ სახელმწიფო სტრუქტურების, სხვადასხვა ორგანიზაციის, კერძო ბიზნესის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს უმასპინძლა.
ესპანეთის მეფე ფილიპემ და დედოფალმა ლეტიციამ, NATO-ს სამიტის გალა-ვახშამს მადრიდის Royal Palace-ში გასულ ღამეს უმასპინძლეს. სამეფო კარზე მისულ სტუმართა შორის 40-მდე ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მთავრობის წარმომადგენელიც იმყოფებოდა.