#სილამაზე

CONTRAST - ადგილი თქვენი სილამაზისთვის

გაზიარება:

2023 წლის მაისის მიწურულს, თბილისის შუაგულში, სილამაზისა და ესთეტიკის ახალი ცენტრი Contrast გაიხსნა, რომელმაც მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან და უმაღლეს სტანდარტებთან ერთად, შოურუმიც წარუდგინა, რომელშიც მსოფლიოში სახელგანთქმული პროდუქტების აღმოჩენაა შესაძლებელი. 

ნათია ჩაჩხიანს საკუთარი სილამაზის სივრცის შექმნის იდეა წლების წინ დაებადა, თუმცა მისი ხორცშესხმა დროში გაიწელა.  ერთ მშვენიერ დღესაც, ნათიამ და მისმა მეგობარმა, აწ უკვე Contrast-ის თანადამფუძნებელმა, სამომავლო გეგმებზე საუბრისას საერთო მიზანი ამოიცნეს და იმ დღიდან შეუდგნენ დიდი ხნის ოცნების ასრულებას, რომლამდეც თურმე ხელის მხოლოდ ერთი გაწვდენა აშორებდათ. სულ რაღაც 3 თვეში შეირჩა ლოკაცია, რომელმაც იერსახე სრულად იცვალა და ნათიასა და ელენეს გემოვნებას მოერგო, შეირჩნენ პროფესიონალი კადრები, სივრცე უმაღლესი ხარისხის აპარატურით შეივსო და სწორედ ასე დამაჯერებელი, წინასწარ ნაფიქრი ნაბიჯებით, 23 მაისს, Contrast-ის პირველი ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა.

„პრეზენტაცია 2023 წლის 23 მაისს გაიმართა, თარიღი ფრიად სიმბოლური იყო, თავდაპირველად უშუალოდ ლოკაციაზე მივიღეთ სტუმრები შემდეგ კი lisi event villa-ში გვქონდა after party რომელიც ყველასთვის დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. წვეულებას ჩვენ მეგობრებთან ერთად ცნობილი ადამიანები: ინფლუენსერები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ“  - აღნიშნავს ნათია.

Contrast-ის დამფუძნებლების უპირველესი ჩანაფიქრი და მიზანი იყო მაქსიმალურად მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება სილამაზის ახალ სივრცეში, „რადგან სწორედ ხარისხის დეფიციტს განიცდიდა ეს ლოკაცია ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. მაღალკვალიფიციური კადრები, სერთიფიცირებული ევროპული აპარატურა, სტერილიზაციის მაღალი დონე, მყუდრო და საიამოვნო გარემო, უმაღლესი ხარისხის სამუშაო მასალები და პროდუქცია ეს ყველაფერი ერთად იმ ხარისხის გარანტია, რომლითაც ასე ძალიან ვამაყობთ“ .

რაც შეეხება Contrast-ისა და მისი დამფუძნებლების საერთო სამომავლო გეგმებს: „პირველ ყოვლისა, გვსურს, ჩვენი ტრამპლინური საწყისის შენარჩუნება, ცნობადობის გაზრდა და წინსვლა ამ საკმაოდ კონკურენტუნარიან სფეროში. დანარჩენს, ეტაპობრივად, აუცილებლად გაგიზიარებთ ვინდაიდან ჩვენი ხედვა ზრდაზეა ორიენტირებული“.

ზევით