#ცნობილები

ბიონსე და ჯეი ზი Tiffany & Co.-ს წარმომადგენლების ამპლუაში

გაზიარება:

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავური წყვილი - ბიონსე და ჯეი ზი, ამ ზაფხულს, ლეგენდარული ბრენდის Tiffany & Co.-ს წარმომადგენლები გახდნენ და ძალიან მალე ბრენდის ამბასადორების ამპლუაში პირველი სარეკლამო კამპანიის  About Love-ის კადრები შემოგვთავაზეს.

ფოტოსურათებზე ჯეი ზის კლასიკური კოსტუმი და მასზე მიმაგრებული სამკაული ამშვენებს, რაც შეეხება ბიონსეს, მომღერალმა Givenchy-ს შავი კაბა მოირგო, გახსნილი ზურგით, რომელსაც ლეგენდარული ყვითელი ბრილიანტი შეუხამა. სამკაულის ყვითელი ქვა, რომელიც 128,51 კარატი ბრილიანტია, 140 წლის წინ სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს, მისი აღმოჩენიდან 1 წელიწადში Tiffany & Co.-ს დამაარსებელმა ჩარლზ ლუის ტიფანიმ ბრილიანტი 18 ათას დოლარად გამოისყიდა და მას შემდეგ ბრენდის მთავარ სიმდიდრეს წარმოადგენს.

ყვითელმა ბრილიანტმა მზის შუქი სულ 3-ჯერ იხილა, 1957 წელს Tiffany Feather Ball-ზე სამკაული მისის მერი უაითჰაუსმა მოირგო, მეორე ქალი, რომელსაც მისი ტარების შესაძლებლობა მიეცა ოდრი ჰეპბერნი გახლდათ, 2019 წელს კი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე სამკაულით თავი ლედი გაგამ მოიწონა.

თუმცა, ეც ყველაფერი არ გახლავთ, რასაც ბიონსესა და ჯეი ზის ფოტოსესიაში ყურადღება უნდა მივაქციოთ, ერთ-ერთ ფოტოში წყვილი Tiffany & Co.-ს ფერების ნახატის ფონზე პოზირებს, რომელიც ლეგენდარულ ამერიკელ ნეოექსპრესიონისტ ჟან-მიშელ ბასკის ეკუთვნის.

სექტემბრის შუა რიცხვებში ჩვენ შესაძლებლობა მოგვეცემა ბიონსეს მიერ შესრულებულ Moon River-ის ქავერ ვერსიასაც მოვუსმინოთ, რომელიც ბრენდთან თანამშრომლობით იქმნება.

ზევით