#ჯანმრთელობა

ბელა ჰადიდის გულწრფელი აღიარება და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები

გაზიარება:

„სოციალური მედია რეალურ არ არის“ - შეხსენება ბელა ჰადიდისგან 47 მილიონ გამომწერს, ამერიკელი სუპერმოდელისგან, რომლის ცხოვრებაც ახდენილ ოცნებას ჰგავს, თუმცა ბელა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებით იტანჯება და ამაზე საუბარს მილიონობით გამომწერის თვალწინაც არ უშინდება.

ბელასთვის ხმამაღალი აღიარების შთაგონება უილოუ სმიტის ინტერვიუ აღმოჩნდა, რომელშიც ახალგაზრდა მომღერალი აღნიშნავს, რომ ჩვენ, ყველანი, შფოთვითი აშლილობით ვიტანჯებით, თუმცა მათი ოსტატურად დამალვა ვისწავლეთ; თითოეული ჩვენგანი ვსვამთ კითხვებს, ვგრძნობთ როგორი დაბნეულები და დაკარგულები ვართ ამ სამყაროში, თუმცა მომენტი, როდესაც გავაცნობიერებთ, რომ ეს ყოველივე: შიშიც და ბედნიერებაც ყველას გვაერთიანებს, იქნება მომენტი, როდესაც ამ ბუნებრივსა და ლამაზ მოვლენას მივიღებთ.

ბელა ჰადიდისთვის ეს სიტყვები კიდევ ერთხელ აღმოჩნდა იმის საბაბი, რომ დედამიწის სხვადასხვა წერტილში, შფოთვითი აშლილობით თუ დეპრესიით ტანჯული ადამიანებისთვის შეეხსენებინა - ისინი მარტო არ არიან. ბელამ შთამაგონებელ და გულწრფელ აღიარებას ფოტოკოლაჟიც დაურთო, რომელშიც სუპერმოდელი ყველაზე რთულ მომენტებში, მენტალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლისასაა აღბეჭდილი.

ყველას ვინც იტანჯება, მინდა გახსოვდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ, მე თქვენი მესმის და ყველანი მიყვარხართ, დაიმახსოვრეთ, ყველა გვირაბის ბოლოში არსებობს სინათლე - დაწერა ბელამ.

ბელა ჰადიდის თქმით, მრავალწლიანი ბრძოლის, ტანჯვისა და გაუგებრობის შემდეგ, მან ისწავლა, თუ როგორ შეებრძოლოს უკან, მოდელის თქმით, ყველაფრის გასაღები ჩვენივე თავშია, ჩვენ უნდა ვისწავლოთ და გავუგოთ ჩვენივე ტრავმებს, ტკივილსა და ბედნიერებასაც კი და როდესაც შევიცნობთ საკუთარ თავს, მივაგნებთ ბნელი გვირაბიდან გამოსასვლელ გზასაც. 

ზევით