#ცნობილები

Balenciaga, Gap, Adidas - ცნობილი ბრენდები Ye-სთან თანამშრომლობას ერთმანეთის მიყოლებით წყვეტენ

გაზიარება:

Balenciaga-სა და Gap-ის შემდეგ, რეპერ Ye-სთან, რომელიც ქანიე ვესტის სახელითაა ცნობილი, თანამშრომლობა ტანსაცმლის გიგანტმა Adidas-მაც შეწყვიტა და განაცხადა, რომ არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სხვა სახის სიძულვილის ენას. Adidas-ის Yeezy ბრენდისა და Mr West-ის კოლაბორაცია კითხვის ნიშნის ქვეშ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც პარიზის მოდის კვირეულზე რეპერი White Lives Matter წარწერიანი მაისურით გამოჩნდა.

რამდენიმე დღის შემდეგ რეპერმა თავის ტვიტერზე ანტისემიტური კომენტარები გამოაქვეყნა. Adidas-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ქანიეს პროდუქცია გაყიდვიდან დაუყოვნებლივ ჩაიხსნება.

სპორტული ტანსაცმლის ბრენდმა ადრე თქვა, რომ Yeezy ბრენდის Yee-სთან თანამშრომლობა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლაბორაცია იყო კომპანიის ისტორიაში. რეპერთან თანამშრომლობის შეწყვეტა ავტომატურად გულისხმობს $250 მილიონიან ზარალს კომპანიისთვის. Ye, რომელსაც ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დაუსვეს, ადრე წაშლილ ინსტაგრამის პოსტში ადიდასს ადანაშაულებდა მისი დიზაინის მოპარვაში.

სამშაბათს გავრცელებული Adidas-ის განცხადებაში ეწერა: Adidas არ მოითმენს ანტისემიტიზმს და სხვა სახის სიძულვილის ენას. Ye-ს ბოლო კომენტარები და ქმედებები იყო მიუღებელი, სიძულვილით სავსე და საშიში, რაც არღვევს კომპანიის ღირებულებებს მრავალფეროვნებისა და ინკლუზიის, ურთიერთპატივისცემისა და პატივისცემის შესახებ. 

ანტისემიტური განცხადებებიდან რამდენიმე დღეში, Instagram-მა და Twitter-მა Ye-ს ანგარიშები შეაჩერეს. ოქტომბრის დასაწყისში, მოდის სახლმა Balenciaga-მ და ნიჭიერმა სკაუტებმა Creative Artists Agency-მა ასევე გაწყვიტეს კავშირი Ye-სთან. კინო და სატელევიზიო მწარმოებელმა კომპანიამ MRC ორშაბათს განაცხადა, რომ არ აპირებს რეპერის შესახებ ახლახან დასრულებულ დოკუმენტურ ფილმის ჩვენებას.

Forbes-ის მონაცემებით, ქანიე ვესტი მილიარდერების სიიდანაც გაქრა, როგორც ჩანს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესპარტნიორებთან თანამშრომლობის გაწყვეტა, რეპერს მილიარდერის სტატუსის ფასად დაუჯდა.

ზევით