ARTISTS FOR UKRAINE: ხელოვანები და მათი NFT კოლექცია უკრაინის მხარდასაჭერად

უკვე მე-5 დღეა უკრაინელი ხალხი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძვის, ამ დღეების განმავლობაში The Diary-ს პლატფორმა დიდი სიხარულით დავუთმეთ იმ ადამიანებსა თუ კომპანიებს, რომლებსაც სულ მცირე წვლილის შეტანა სურთ ჩვენი მოძმე ერის დასახმარებლად. ჩვენი პლატფორმის მობილიზება გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იარსებებს, დღეს კი წარმოგიდგენთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელზეც ქართველი ხელოვანები ამ წუთებშიც მუშაობენ.

დათო ქორიძე

რადგან პროტესტის გამოხატვის, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, ლაკონიური და ძლევამოსილი გზა ხელოვნებაა, ქართველი არტისტები ერთიანდებიან და XXI საუკუნის რევოლუციური სიტყვით - NFT კოლექციით შეეცდებიან საკუთარი წვლილი შეიტანონ უკრაინის ფონდში.

ვერონიკა ასოევა

ფოტოგრაფი, გრაფიკული დიზაინერი, არტისტი - ყველას ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ღონისძიებაში, შეუძლია გაერთიანდეს Facebook ჯგუფში Artists for UKRAINE  ან საიტზე www.artistsforukraine.com თავად ატვირთოს ომის, მშვიდობის, გმირობისა თუ სხვა სახის თემატური ნამუშევარი. Artist for Ukraine-ის დახმარებით შექმნილი NFT კოლექცია გაიყიდება, შემოსული თანხა კი სრულად, უკრაინის ფონდში გადაირიცხება. 

Solomon Aphroditus

ხელოვანებს, მათ ვისაც გსურთ თქვენი გულისტკივილი და სათქმელი თქვენი სამეტყველო ენით გამოხატოთ, შესაძლებლობა გაქვთ ამ გზით უკრაინელ ერსაც დაეხმაროთ, გაწევრიანდით ჯგუფში  Artists for UKRAINE, მიჰყევით ინსტრუქციებს და გახსოვდეთ, რომ ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 2 მარტია.

ზევით