აცრემლებული ტომ კრუზი კანის კინოფესტივალზე და მოულოდნელი პრიზი

ტომ კრუზი კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მისი ახალი ფილმის Top Gun: Maverick-ის პრემიერაზე მივიდა, ფესტივალი კი აცრემლებული თვალებითა და ოვაციებით დატოვა.

ტომ კრუზი, უდავოდ, კანის კინოფესტივალის მეორე დღის ვარსკვლავი გახლდათ, მხოლოდ იმაზე საუბრით რომ დავიწყოთ როგორ გამოჩნდა მსახიობი კინოფესტივალზე გადამფრენი გამანადგურებელი თვითმფრინავების თანხლებით, მარტივად დავრწმუნდებით, რომ კანში ტომის გამოჩენა ნამდვილად დიდი მოვლენა იყო. თუმცა, კრუზისთვის დღე უფრო ემოციურად დასრულდა, ვიდრე წარმოგვედგინა.

The Hollywood Reporter-ის თანახმად, Tom Gun: Maverick-ის გუნდის გამოჩენა წითელ ხალიჩაზე, რვა გამანადგურებელი თვითმფრინავის გადაფრენას მოიცავდა, რომლებიც ლურჯსა და წითელ ფერებს აფრქვევდნენ ცაში, რასაკვირველია ფესტივალის მასპინძელი ქვეყნის საფრანგეთის დროშის ფერებში. ტომ კრუზმა გარკვეული დრო, წითელ ხალიჩასთან შეკრებილ თაყვანისმცემლებთან ერთად გაატარა, გადაიღო სამახსოვრო ფოტოები და ავტოგრაფებიც დაარიგა, რის შემდეგაც მსახიობი თავის გუნდს შეუერთდა და ფილმის პრემიერაც შედგა.

როგორც გამოცემები იტყობინებიან, ჩვენებას მაყურებელმა ექვსწუთიანი ოვაციებით უპასუხა, რასაც ტომის ცრემლები მოჰყვა.

ფილმის პრემიერამდე რამდენიმე საათით ადრე, Debussy Theatre-ში მისულ ტომ კრუზს, ფესტივალის დირექტორისგან ტიერი ფრემოსგან მოულოდნელი ჯილდო გადაეცა - პალმის რტო - საერთაშორისო პოპ კულტურის ცენტრში, მსახიობის ხანგრძლივი კარიერის პატივსაცემად. ჯილდოს გადაცემის შემდეგ თეატრში 13-წუთიანი კლიპის ჩვენება გაიმართა, რომელშიც ტომ კრუზის ფილმოგრაფიის საუკეთესო მომენტებს შეიცავდა.

ზევით