#კულტურა #კინო #საზოგადოება #WOMEN POWER

10 შთამაგონებელი ფილმი, რომელიც ქალთა საერთაშორისო დღეს უნდა ნახოთ

გაზიარება:

ქალთა საერთაშორისო დღის დასასრულის იდეალური სცენარი, ჩვენთვის შემდეგნაირად გამოიყურება: თბილად მოკალათებულები ვსხედვართ ბოკალი ღვინით ხელში (სასურველია ახლო მეგობრებთან ერთად, თუმცა პანდემიის პირობებში სცენარის ამგვარი განვითარება შეუძლებელი ჩანს) და ვუყურებთ შთამაგონებელ ფილმებს, ძლიერი და ყოვლისშემძლე ქალების მონაწილეობით.

წარმოგიდგენთ The Diary-ს რჩეულ 10 შთამაგონებელ ფილმს, რომელსაც ამ დღეს დიდი სიამოვნებით ვნახავდით ხელახლა:

1. Coco before Chanel (2009)

მოვლენათა ეპიცენტრში ყველა დროს, ყველაზე გამორჩეული დიზაინერი კოკო შანელი გვევლინება, თუმცა ყველაფერი მანამ ხდება, სანამ Chanel-ის მსოფლიოს წამყვანი ბრენდი, თავად კოკო შანელი კი საკულტო ფიგურა გახდებოდა.

2. Iron Lady (2011)

ფილმი, მერილ სტრიპის ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი ნამუშევარია, ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, მარგარეტ ტეთჩერის როლში გვევლინება და რკინის ლედის ახლოდან გაგვაცნობს.

3. Hidden Figures (2016)

ნამდვილ ამბავზე გადაღებული ფილმი, სამი ქალის - ქეთრინის, მერისა და დოროთის ამბავს გვიყვება, ქალების, რომლებიც 1960-იან წლებში NASA-ში მუშაობდნენ და სამყაროს განვითარებაში უდიდეს როლს ასრულებდნენ.

4. Becoming Jane (2007)

ფილმი ცნობილი ინგლისელი მწერლის, ჯეინ ოსტინის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. რა ხდება მაშინ, როდესაც შენი მიზნები და მისწრაფებები გარშემომყოფთა სურვილებისგან განსხვავდება? - ხშირად, სწორედ ამ დროს იბადება გენიალური ადამიანი.

5. Carol (2015)

ქეით ბლანშეტი და რუნი მარა, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და განსხვავებული ფილმის მთავარ გმირებად გვევლინებიან, რომლებსაც ერთმანეთი სიგიჯემდე უყვართ, თუმცა ამას განსხვავებულად გადმოსცემენ.

6. Little Women (2019)

ლუიზა მეი ალკოტის ნოველის მიხედვით გადაღებულ კინოადაპტაციათა შორის, ჩვენი პირადი ფავორიტი 2019 წლის ვერსიაა, რომელშიც სირშა რონანი, ემა უოტსონი, გრეტა გერვინგი, მერილ სტიპი, ტიმოთი შალამე და ჰოლივუდის სხვა კაშკაშა ვარსკვლავები მონაწილეობენ.

7. The Piano (1993)

სულშიჩამწვდომი მუსიკალური გაფორმებიტა და მშვენიერი კადრებით, ფილმი მუნჯი ადას შესახებ მოგვითხრობს, რომლისთვისაც დუმილი, თანხმობის ნიშნად სულაც არ ითვლება.

8. Erin Brockovich (2000)

ერინ ბროკოვიჩი მარტოხელა დედაა სამი შვილით, რომელსაც სასურველის მისაღებად იმაზე მეტი შრომა უწევს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ერინი იურიდიულ ფირმაში იწყებს მუშაობას და იმ კარიერის აწყობას ცდილობს, რომელიც მისთვის სრულიად წარმოუდგენელია.

9. The Help (2011)

ეს არის ფილმი, რომელსაც შეუძლებელია ცრემლების გარეშე უყურო. სიუჟეტი, ემა სტოუნის მთავარი პერსონაჟის, ახალი წიგნის თემის შესახებ მოგვითხრობს, ახალგაზრდა ჟურნალისტი ცდილობს ფერადკანიანი მოსამსახურეების ცხოვრება აღწეროს თეთრკანიანი ამერიკელების ოჯახებში, სადაც ცხოვრება ძალიან რთული და უსამართლოა.

10. Eat Pray Love (2010)

და ბოლოს, გაგაცნობთ ფილმს მარადიულ ძიების, შინაგან სამყაროსთან გაცნობის, მედიტაციის, მოგზაურობისა და ხელახლა შეყვარების შესახებ, რომელმაც შეუძლებელია ახალი ბიძგი არ მოგცეთ ცხოვრებაში და რაღაც სიგიჟისაკენ არ გიბიძგოთ.

 

ზევით