#კულტურა #მხატვრობა

ხელოვნება კოსმოსში - ჯეფ კუნსის სკულპტურები მთვარეზე დაეშვა

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

22 თებერვალს მისია “ოდისევსის” მთვარეზე დაშვებასთან ერთად, ჯეფ კუნსის სკულპტურათა სერია პირველი ავტორიზებული ხელოვნების ნიმუში გახდა, რომელმაც მთვარის ზედაპირს მიაღწია. სერია სახელწოდებით “მთვარის ფაზები” ამერიკული კომპანიის რაკეტასთან - SpaceX Falcon 9-თან ერთად დაეშვა და 1972 წლის შემდეგ, მთვარეზე პირველი ამერიკული მისიის ნაწილი გახდა.

ჯეფ კუნსი, მთვარის ფაზები, ხელოვნება მთვარეზე, ხელოვნება კოსმოსში, spacex

“ოდისევსის” დაშვებიდან მალევე, ჯეფ კუნსმა საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც აღნიშნულ მოვლენას სამყაროს გასაოცარ მიღწევად მოიხსენიებს. მთვარეზე გაგზავნილი ხელოვნების ნიმუში ას ოცდახუთ ერთეულ, 1 ინჩის დიამეტრის მინი სკულპტურას მოიცავს, რომლებზეც დედამიწიდან დანახული მთვარის 62 ფაზა, ამავე ოდენობის ფაზა კოსმოსის სხვა პერსპექტივიდან და 1 მთვარის დაბნელებაა გამოსახული.

jef kunsis Semoqmedeba, mTvaris fazebi, xelovneba mTvareze, kosmosi

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თითოეულ სკულპტურაზე ამოტვიფრულია კაცობრიობის მნიშვნელოვანი ფიგურის სახელი, მათ შორის დეივიდ ბოუი, გრეის კელი, კლეოპატრა, ელვის პრესლი, მაკიაველი და ა.შ. (სრული სია).

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

A post shared by Jeff Koons (@jeffkoons)

იმის გათვალისწინებით, რომ მთვარეზე განთავსებული სკულპტურათა სერია არტისტს ვერანაირ მოგებას ვერ მოუტანს, მან “მთვარის ფაზების” კომერციულად გაყიდვა გადაწყვიტა. ჯეფ კუნსმა არაერთი NFT კომპანიისგან მიიღო შემოთავაზება. მან ასევე შექმნა სკულპტურების ბევრად დიდი მოცულობის ვერსიები, რომლებიც ლალის, ბრილიანტისა და საფირონის ქვებს შეიცავს და “მთვარის ფაზებისგან” განსხვავებით, დედამიწაზე რჩება.

ჯეფ კუნსი, jeff koons, მთვარის ფაზები, ელონ მასკი, spacex

მიუხედავად იმისა, რომ სკულპტურების მთვარეზე დაშვება მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ჯეფ კუნსის სერია არ არის პირველი ხელოვნების ნიმუში, რომელიც მთვარეზე წარმატებით დაეშვა. 1971 წელს, აპოლო 15-ის მისიის წევრებმა მთვარეზე ბელგიელი ხელოვანის, პოლ ვან ჰოეიდონკის ალუმინის ფიგურა დატოვეს. ორი წლით ადრე კი აპოლო 12-ის მისიას ექვსმა ცნობილმა მხატვარმა (მათ შორის ენდი უორჰოლმა) კოლაბორაციული ნამუშევარი გააყოლეს. მათ შორის იყო კერამიკული ფილა, რომელზეც ექვსივე არტისტის ნახატები იყო წარმოდგენილი.

საინტერესოა, რომ ოდისევსის მისიამ კიდევ ერთი კოსმოსის შეჯიბრის გამარჯვებული გამოავლინა, ამჯერად ჯეფ კუნსსა და საშა ჯაფრის შორის. საშა ჯაფრის ნამუშევრის - “We Rise Together with the Light of the Moon”-ის მთვარეზე გაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. საბოლოოდ, გალერეის ნაცვლად მთვარეზე მხოლოდ ჯეფ კუნსის “მთვარის ფაზების” გამოფენა ტარდება.

ზევით