X თაობა, მილენიალი, თაობა Z - რომელი თაობის წარმომადგენელი ხარ შენ

გაზიარება:

ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, თაობა Z-ის იგივე Gen Z-ის მიმართ ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. თაობა, რომელმაც პროტესტისა და წინააღმდეგობის ახალი მაგალითი გვიჩვენა და რამდენიმე დღის განმავლობაში Slayy ბანერებითაც გაგვანებივრა, ახლა ინტერესის მთავარი ობიექტია და ეს ბუნებრივიცაა. ამ დრომდე ხომ არასდროს გვინახავს ახალი თაობის წარმომადგენლები ასე საჯაროდ, ერთ გუნდად შეკრული, საკუთრივ თავისებურებებითა და თავისუფლების ამაღლებული განწყობით.

თუ გაინტერესებთ, ვინ წარმოადგენს თქვენ გარშემო თაობა Z-ს ან თავად რომელი თაობის წარმომადგენელი ხართ, მაშინ ჩვენი გზამკვლევი დაგეხმარებათ თაობათა ცვლის პროცესში გასარკვევად.

მდუმარე თაობა - დაბადებული 1928-1945 წლებში

დიდი დეპრესიისა და მეორე მსოფლიო ომის ფონზე, ამ თაობის ყველაზე ნაკლები წარმომადგენელი მოევლინა სამყაროს. თაობის რიცხობრივი რაოდენობისა და მაკკარტის მმართველობის პერიოდში ვერგაწეული სოციალური წინააღმდეგობის გამო, ამ ჯგუფის წარმომადგენლება თავიანთი თაობის სახელი წარმოშვეს.

ამ თაობის წარმომადგენლები ახლა 78 - 95 წლის არიან.

Baby Boomer Generation - დაბადებული 1946-1964 წლებში

მილენიალებთან ერთად, Baby Boomer-ის თაობა, ერთ-ერთი ყველაზე არასწორად აღქმადი ჯგუფია. ხშირად, Boomer-ად იმ ადამიანებს მოიხსენიებენ, რომლებსაც არ ესმით თანამედროვე სამყაროში, რა როგორ მუშაობს. რეალურად, Baby Boomer  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯგუფია თანამედროვე საზოგადოებაში, სწორედ მათ უნდა ვუმადლოდეთ ბოლო 50 წლის განმავლობაში ტექნოლოგიურ მიღწევებსა და ინოვაციებს. საკუთარ რეალობაში, ისინი სრულად იყვნენ ადაპტირებული დროსთან და მეტიც, ხშირად უსწრებდნენ კიდეც მას.

ამ თაობის წარმომადგენლები ახლა 59 - 77 წლის არიან.

X თაობა - დაბადებული 1965-1980 წლებში

Baby Boomer-ების მსგავსად, X თაობაც თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური თაობაა, ისინი ერთგვარ ხიდს წარმოადგენენ თანამედროვე და ხანდაზმულ თაობებს შორის. ამ ჯგუფის წარმომადგენლებს შეგვიძლია ინტერნეტის, ვიდეო თამაშების, ხელოვნური ინტელექტის საწყისები მივაწეროთ.

ამ თაობის წარმომადგენლები ახლა 43 - 58 წლის არიან.

მილენიალი - დაბადებული 1981-1996 წლებში

მილენიალის ხსენებისას ხშირად 2 უკიდურესობასთან გვაქვს საქმე, ამ თაობის წარმომადგენლებს ან ჩამორჩენილების სინონიმად მოიხსენიებენ საუბარში ან ამბობენ, რომ ისინი ადრეულ 20-იან წლებში იმყოფებიან, როდესაც მილენიალების უმრავლესობამ დიდი ხანია თავის 30-იან წლებში შეაბიჯა, რასაკვირველია სრულიად მოულოდნელად.

ამ თაობის წარმომადგენლები ახლა 27 - 42 წლის არიან.

თაობა Z - დაბადებული 1997-2012 წლებში

ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი და მჩქეფარე თაობა, რომლებიც თითქოს აჩქარებული ტემპით ცხოვრობს. ემპათიით აღსავსე თაობა, რომელსაც არ ეშინია ხმის ამოღების, საკუთარი პოზიციების დაცვისა და უთანასწორობასთან ბრძოლის. და იმავდროულად თაობა, რომელიც დასაინტერესებლად 30 წამს გაძელვს, შემდეგ ისევე გაქცევს ზურგს, როგორც TikTok-ის მისთვის უინტერესო ვიდეოს.

ამ თაობის წარმომადგენლები ახლა 11 - 26 წლის არიან.

ალფა თაობა - დაბადებული 2013 - 2025 წლებში

21-ე საუკუნის პირველი თაობა, რომელიც გაიზარდა ინტერნეტით, მობილური ტელეფონებით, ტაბლეტებით და სოციალური მედიით. ისინი განიხილებიან, როგორც ყველაზე მრავალფეროვნები რასობრივი თვალსაზრისით და ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულები.

თქვენ რომელ მათგანს მიეკუთვნებით?

ფოტო: ანი მალაზონია

ზევით