#სპორტი #მოდა

WIMBLEDON 2024: A-LISTER-ების საყვარელი სპორტული სანახაობა

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

2024 წლის ზაფხული სპორტული ციებ-ცხელებით ხასიათდება. მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი პარიზის ოლიმპიადამდე მოწყენის საშუალებას არ გვაძლევს, ამავდროულად ჩოგბურთის მოყვარულებისთვის წლის მთავარი ღონისძიება - უიმბლდონი მიმდინარეობს. მსოფლიოში უძველესი და ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირი მაყურებელს დაარსების დღიდან გასაოცარ სპორტულ სანახაობას სთავაზობს. 1877 წლიდან დღემდე უიმბლდონი არა მარტო სპორტული, არამედ კულტურული ღონისძიებაცაა და ყოველ ზაფხულს A-Lister-ების თავშეყრის ადგილს წარმოადგენს.

carlos alcaraz, wimbledon, კარლოს ალკარასი

მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელებმა უკვე არაერთი სანახაობრივი მატჩი გვაჩუქეს, დღეს კი მამაკაცებს შორის ტურნირის ორი ნახევარფინალი გაიმართება. ერთმანეთს დანილ მედვედევი და წინა წლის ჩემპიონი - ესპანელი კარლოს ალკარაზი შეხვდებიან, მეორე თამაში კი იტალიელი ლორენცო მუსეტისა და უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონის, ნოვაკ ჯოკოვიჩის, დაპირისპირებას წარმოგვიდგენს. ქალთა ტურნირი უკვე ბოლო ეტაპზეა და 13 ივლისს ფინალში ჩემპიონობისთვის ჩეხი ბარბარა კრეიციკოვა და მსოფლიოს მეშვიდე ნომერი - ჟასმინ პაოლინი იბრძოლებენ.

კირა ნაითლი, keira knightley, wimbledon

ტურნირის გამარჯვებულების გამოვლენამდე, მისი სტუმრების გრძელ სიას გადავხედოთ. ოსკარის ორგზის ნომინანტი კირა ნაითლი All England Club-ში მეუღლესთან, მუსიკოს ჯეიმს რაიტონთან, ერთად გამოჩნდა. 39 წლის მსახიობს შანელის თეთრი საზაფხულო კაბა და ასევე შანელის კრემისფერი ფეხსაცმელები ეცვა. იგი ათი წლის შემდეგ უიმბლდონზე პირველად გამოჩნდა და უმშვენიერესი ლუქით ჩვენი ყურადღებაც მიიქცია. კირა და ჯეიმსი ტურნირის მეოთხედფინალურ შეხვედრებს დაესწრნენ.

selma hayek, wimbledon, სელმა ჰაიეკი, უიმბლდონი, სელმა ჰაიეკის ქმარი

სელმა ჰაიეკი ლონდონში კამერამ გუჩის ზოლებიანი მაისურითა და კრემისფერი Jackie Bag-ით წარსდგა. ჰოლივუდის ვარკვლავი მეოთხე ტურის თამაშებს ქმართან, ფრანგ ბიზნესმენთან, ფრანსუა-ანრი პინოსთან ერთად დაესწრო.

orincess of york, princess beatrice, wimbledon, უიმბლდონი, პრინცესა ბეატრისი

სამეფო ოჯახის საყვარელ ტურნირს მისი წევრები ხშირად ესწრებიან. წელს მაყურებლებს შორის იორკის პრინცესა ბეატრისიც იყო. პრინცესა მსოფლიოს პირველი ნომრის - იანიკ სინერისა და დანილ მედვედევის მეოთხედფინალურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც იტალიელი ჩოგბურთელის მარცხით დასრულდა. წლევანდელი ტურნირი ქეით მიდლტონის გარეშე მიმდინარეობს, თუმცა უელსის პრინცესას მშობლები - ქეროლ და მაიკლ მიდლტონები კამერებს არ გამოჰპარვიათ.

maria sharapova, wimbledon, მარია შარაპოვა

All England Club-ის სამეფო ბოქსში დასტინ ჰოფმანი და მარია შარაპოვაც დააფიქსირეს. უიმბლდონის 2004 წლის ჩემპიონს დახვეწილი ორეული ეცვა და ხელში ბარბერის კუბოკრული ჩანთა ეჭირა.

david beckham, wimbledon, დევიდ ბექჰემი, უიმბლდონი

დევიდ ბექჰემისთვის უიმბლდონზე დასწრება უკვე ტრადიციადაა ქცეული. წელს იგი ბოსის კლასიკური პიჯაკითა და ყავისფერი მზის სათვალით გამოჩნდა. ცენტრალურ კორტზე ფეხბურთელს დედა - სანდრა ახლდა თან. ბექჰემების ოჯახიდან ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი არ იყო ერთადერთი, ვინც ტურნირზე შენიშნეს. ვიქტორიასა და დევიდის ვაჟი, რომეო ბექჰემი უიმბლდონს მეგობრებთან ერთად დაესწრო.

romeo beckham, wimbledon

ლონდონის მთავარ კორტზე პოპულარული სერიალის ბრიჯერტონის მსახიობებიც გამოჩნდნენ. ბენედიქტ ბრიჯერტონის როლის შემსრულებელი ლუკ ტომპსონი ტურნირზე მეშვიდე დღეს რალფ ლორენის ბეჟი შარვალ-კოსტუმით წარსდგა. ჩემპიონატს დედოფალი შარლოტას პერსონაჟის განმასახიერებელი გოლდა როშეველიც დაესწრო.

luke thompson, bridgerton, wimbledon

უიმბლდონის ყველაზე მნიშვნელოვანი და სანახაობრივი მატჩები ჯერ კიდევ წინ არის. საინტერესოა, კიდევ რომელი სელებრითები მოხვდებიან კამერების ობიექტივში ნახევარფინალურ და ფინალურ შეხვედრებზე.

ზევით