მარკეტინგული სააგენტო VTMN Agency, რომელიც 2005 წელს ლვოვში დაფუძნდა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე პროექტებს საზღვრებს გარეთ, მათ შორის საქართველოშიც ეძებს. კომპანიას, რომელიც წლებია წარმატებით ოპერირებს აშშ-ში, ესპანეთში, ბულგარეთში, საქართველოსა თუ აზერბაიჯანში, ახლა განსაკუთრებით სჭირდება უცხოელი მეგობრების თანადგომა და მხარდაჭერა.
„სანამ ფრონტზე წასვლის ჩვენი ჯერი დადგება, ჩვენ ვეძებთ შესაძლებლობას ვიშოვოთ ფული, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ფინანსურადაც დაეხმარება ჩვენს ჯარს. ვინაიდან უკრაინაში სარეკლამო ბიზნესი არ არის აქტუალური, მე და ჩემი კოლეგები ვეძებთ პროექტებს საზღვარგარეთ, მეგობარ ქვეყნებში. თუ თქვენ გაქვთ კონტაქტები კომპანიებთან, რომლებსაც სურთ რეკლამის გადაღება ან სარეკლამო კომუნიკაციების განვითარება, მაშინ ჩვენ სიამოვნებით მივიღებთ მას. ჩვენი კომპანია მდებარეობს უკანა ნაწილში, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ტექნიკურად მუშაობა“ - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
230 სატელევიზიო რეკლამა, 122 შექმნილი და მხარდაჭერილი ბრენდი, 14 კრეატიული ჯილდო, მათ შორის EFFIE-სგან - ეს VTMN Agency-ს 17-წლიანი წარმატებული მოღვაწეობის შედეგია და ვიმედოვნებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მარკეტინგული სააგენტო ამ ციფრების გაზრდას, განვითარებას და ერთ-ერთი საუკეთესო უკრაინული მარკეტინგული სააგენტოს სახელის შენარჩუნებას კვლავინდებურად განაგრძობს.
VTMN Agency თითოეულ პროექტს განსაკუთრებული სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდება, სწორი სტრატეგიის შემუშავება და სამიზნე აუდიტორიამდე მთავარი სათქმელის მიტანა, სააგენტოს ის ძირითადი უპირატესობებია, რამაც მისი წარმატება განაპირობა.
დღეს, ისე როგორც არასდროს, უკრაინული ბიზნეს სექტორი მთელი მსოფლიოსგან და მათ შორის საქართველოსგანაც მხარდაჭერას საჭიროებს. თუ თქვენი კომპანია ეძებს გამოცდილ, სანდო და პროფესიონალ მარკეტინგულ გუნდს, მაშინ VTMN Agency ის არჩევანია, რომელიც დღეს უნდა გააკეთოთ.
24 მაისს, 21:00 საათზე, რუსეთის მიერ ქართველების 1992-1993 წლებში ჩადენილი გენოციდის აღიარების კამპანია იწყება, ქართველების გენოციდის ინტერაქტიულ ექსპოზიციას - „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“ KHIDI უმასპინძლებს.
თუ შენც ის ახალგაზრდა ხარ, რომელიც ბუნდოვნად კი ხვდება, რაღაც ძალიან რომ ვერაა რიგზე, მაგრამ ზუსტად ვერ ხედავს მიზეზს ან იმ მომენტს, სად და რამდენჯერ აგვიცდა ერს ფეხი ძლიერი დამოუკიდებელი სახელმწიფოსკენ მიმავალ გზაზე; ვერც იმას ხედავს, ასე მწარედ აცდენილი ფეხი ისევ როგორ უნდა გავამთელოთ, მაშინ გაგვიგებ, რატომ გვჭირდება იბერიას იბერიული fuck-up-ების გახსენება და ანალიზი.
ფაქტი ერთია, რომ ბალანსი დაცული უნდა იყოს და მეტი ქალი უნდა ვიხილოთ ტოპ პოზიციებზე. თუკი ოდესმე მივაღწიეთ ინკლუზიურ ლიდერშიპს, სადაც მნიშვნელობა არ აქვს, ქალი ხარ თუ მამაკაცი, მნიშვნელობა არ აქვს ასაკს და არც ეთნიკურ კუთვნილებას, მაშინ ასეთი ინკლუზიური ლიდერების გუნდი ნამდვილად იქნება წარმატებული ორგანიზაციის საიდუმლო რეცეპტი.