ვინ არის კამალა ჰარისი?

ავტორი: ნანკა კიკალია

 

რამდენიმე თვის წინ არავინ იცოდა თუ რომელ კურსს აირჩევდა ამერიკა. შტატების 46-ე პრეზიდენტის არჩევნები  COVID–19-ისა და საყოველთაო ლოქდაუნის ფონზე მიმდინარეობდა, პარალელურად ამერიკის მოსახლეობის რეკორდული რაოდენობა კარგავდა სამსახურს, უსახლკარობის მაჩვენებელი კი იზრდებოდა. ტრამპმა - მილიარდიანი ქონების მფლობელმა ბიზნესმენმა, ფაქტია, რომ ამერიკელი ხალხის იმედები გააცრუა. ფაქტი მართლაც რომ ჯიუტია, მავანმა თუ დიდი სიმდიდრე დააგროვა, ეს არ ნიშნავს, რომ ის ნამდვილი ლიდერი, კარგი მენეჯერი და ეროვნული სულისკვეთების ადამიანია, რომელსაც შეუძლია ქვეყანა სწორი კურსით წაიყვანოს.

კამალა ჰარის იდა ჯო ბაიდენი

და, აი მათ, ჯო ბაიდენმა და კამალა ჰარისმა გაიმარჯვეს! დომოკრატიამ და სამართლიანმა არჩევნებმა იმარჯვა! როგორც ამბობენ, ეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე რთული და გარდამტეხი იყო ამერიკის არჩევნების ისტორიაში. 

მისი გამარჯვება ისტორიულია, მაგრამ ეს გამარჯვება მხოლოდ კამალას დამსახურება არ არის. ის უამრავ შავკანიან ქალს ეკუთვნის, ვინც ეს დღე შესაძლებელი გახადა

კამალა ჰარისი

თუმცა, ეს სხვა ისტორიის ნაწილია, რომელსაც  ალბათ, თუ საჭიროება იქნა, აუცილებლად დავუბრუნდებით. დღეს კი, მოგიყვებით ქალზე, რომელიც  2021 წლის 20 იანვარს, ახალ ისტორიას დაწერს ბევრი შავკანიანისთვის, უფრო მეტი სამხრეთ-აზიელისთვის და ძალიან ბევრი ქალისთვის.

დასაბამი

ამერიკის ისტორიაში პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი აზიელი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი კალიფორნიაში ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. ამერიკის მომავალი ვიცე-პრეზიდენტის მამა ფერადკანიანი იამაიკელი იყო, დედა კი, ინდოელი დიპლომატის ქალიშვილი, კიბოს მკვლევარი და სამოქალაქო უფლებების დამცველი. მოგვიანებით მისი უმცროსი და, მაია საჯარო პოლიტიკის ადვოკატი გახდება, თავად კამალა კი Howard -ის უნივერსიტეტში 1986 წელს პოლიტოლოგიისა და ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხს დაიცავს და სწავლას Hastings-ის კოლეჯში იურიდიული მიმართულებით გააგრძელებს.

კამალა ჰარისი 5 წლის იყო, როდესაც მშობლები ერთმანეთს დასცილდნენ და გოგონა მარტოხელა დედამ ინდური კულტურის ზეგავლენის ქვეშ გაიზრდა. თუმცა, მიხუედავად ამისა, ის და თავისი და ნამდვილი back street girls არიან ოუკლენდიდან.

კამალა ჰარისი
კამალა ჰარის თავის უმცროს დასთან და დედასთან ერთად

დედა ძალებს არ იშურებდა, რომ მე და ჩემი და, მაია თავდაჯერებული და შემდგარი შავკანიანი გოგოები ვყოფილიყავით

კამალა ჰარისი
კამალა ჰარისი (ქვედა, მარცხნივ), ამბობს, რომ დედამს ასწავლა: „ოჯახი პირველ რიგში და სხვა დანარჩენი მერე"

კამალა ჰარისი ბირასული ფესვებით ამერიკასა და მის იდეას განასახიარებს, ამერიკას რომელიც მულტუკულტურული და მუნტინაციონალურია. სწორედ ეს დაინახა ამერიკელმა ხალხმა კამალაში, რომ მას შეუძლია ამერიკელი ხალხის ერთიანი სიმბოლო იყოს!

KAMALA, 'MOMALA

2014 წელს ჰარისმა, რომელიც იმ დროს უკვე სენატორი გახლდათ, დუგლას ემჰოფზე იქორწინა. წყვილმა ერთმანეთი ბრმა პემანზე გაიცნო და როგორც არაერთ ინტერვიუში აღნიშნავენ, ეს იყო სიყვარული ერთი ნახვით. სხვადასხვა ოფიციალური შეხვედრებიდან და ფოტოებიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კამალას და დუგლასს ჭეშმარიტი სიყვარული აერთიანებთ. დუგლასს წინა ქორწინებიდან ორი შვილი ყავს, რომლებმაც კამალას „მომალა" შეარქვეს.

კამალა ჰარისი

ქორწინების შემდეგ მე და ბავშვები შევთანხმდით, რომ სიტყვა „დედინაცვალი“ ძალიან არ მოგვწონდა და მომალას დამიძახებდნენ, - კამალა ჰარისი

კამალა ჰარისი
კამალა, მომალა ოჯახთან ერთად

შესაძლოა, დღეიდან, კოულისა და ელეს კამალასთვის მომალას დაძახება გაუჭირდეთ, ყოველ შემთხვევაში საჯაროდ, თუმცა, ეჭვი გვაქვს, ჩვენც და სრულიად ამერიკას, რომ კამალა ჰარისს ეს თანამდებობა საერთოდაც არ შეცვლის, ცუდისკენ ყოველ შემთხვევაში არა!

გზა კაპიტოლიუმისკენ

კამალა ჰარისი

კამალა ჰარისმა საკუთარი ცხოვრების ორი ათწლეულის საუკეთესო ნაწილი საზოგადოებრივ ცხოვრებას მიუძღვნა და მან პირველობა ბევრ რამეში შეძლო. ის პირველი შავკანიანი ქალია, რომელიც ოუკლენდის პროკურორად იქნა არჩეული, პირველი ქალი, როგორ კალიფორნიის გენერალური პროკურორი, პირველი ინდოელი ამერიკელი სენატორი და ახლა კი, პირველი შავკანიანი ქალი ვიცე-პრეზიდენტი და პირველი აზიელი ამერიკელი ვიცე-პრეზიდენტი.

კამალა ჰარისს დემოკრატიული პარტიის ამომავალი ვარსკვლავად მიიჩნევდნენ და მან იმედები გაამართლა!

5 რამ, რაც ამერიკის ვიცე-პრეზიდენტზე უნდა ვიცოდეთ:

1.

კამალა ჰარისი

კამალა ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთის ლაკშმის ერთ-ერთი სახელია. ჰარისს ეს სახელი დედამ შეურჩია, როგორც ქალის სიძლიერის სიმბოლო.

2.

კამალა ჰარისი
კამალა (ქვევით პირველი მარჯვნივ) დედასთან, დასთან და ბებია ბაბუასთან ერთად 1972 წელი

ბავშვობაში კამალაზე დიდი გავლენა მოახდინა ინდოეთში სტუმრობამ - ბაბუამ, რომელიც მთავრობის მაღალჩინოსანი იყო და ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და ბებიამ, სამოქალქო აქტივისტმა, რომელიც სოფლებში დადიოდა და ღარიბი ქალების განათლებაზე ზრუნავდა.

3.

კამალა ჰარისი

კამალა ჰარისმა პირველი საპროტესტო აქცია 13 წლის ასაკში გამართა, იმ წესების წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც ბავშვებს მათი საცხოვრებელი კორპუსის წინ მდებარე გაზონზე თამაშის უფლება არ ჰქონდათ.

4.

კმალა ჰარისი

ჰარისების ოჯახი კამალას  კარიერის არჩევანს თავდაპირველად სკეპტიკურად უყურებდა. პროკურორებს ისტორიულად ძალიან  ცუდი რეპუტაცია ჰქონდათ, თუმცა კამალას სისტემის შიგნიდან შეცვლა ქონდა დაგეგმილი.

5.

kamala harris

ვიცე-პრეზიდენტის ჩვეულებრივი დილა 6 საათზე იწყება, ნახევარ საათს ვარჯიშს უთმობს, შემდგომ  ჯანსაღ საუზმეს მიირთმევს შვრიის ფაფით, ქიშმიშითა და ნუშის რძით და ჩაის აყოლებს თაფლითა და ლიმნით.

ზევით