კამალა vs ტრამპი - საპრეზიდენტო დებატების ჩემპიონი ვიცე პრეზიდენტია
2024 წლის საპრეზიდენტო დებატებში კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპი "გაანადგურა". ვიცე პრეზიდენტს კი საჯარო მხარდაჭერა ტეილორ სუიფტმა გამოუცხადა.
სანამ სტატიის კითხვას დაიწყებთ, თვალები დახუჭეთ და მოუსმინეთ! დიდი ალბათობით პირველ რიგში ავტომობილის საყვირის ხმა გაიგეთ, ვიღაცამ ახლო-მახლოს სიჩქარის გადამეტებით გაიარა და ძრავამაც ამოიოხრა, შესაძლოა სადღაც შორიდან მშენებლობის ხმაც ჩაგესმათ. არადა, თქვენთან სახლში „სიჩუმეა“.
„სიჩუმე“ დღეს პირობითი მდგომარეობაა, მეტიც, ის თითქმის აღარ არსებობს. აკუსტიკური ეკოლოგის, გორდონ ჰემპტონის თქმით კი სიჩუმის გაქრობა დედამიწის მაცხოვრებლებისთვის დამღუპველია. მეცნიერი, რომელსაც „ხმის მაძებრის“ სახელითაც მოიხსენიებენ, მსოფლიოს გარშემო გამორჩეულ ხმებს იწერს. უკანასკნელი წლების მანძილზე ჰემპტონმა ყველაზე ჩუმი ადგილების ძიებაში გლობუსი სამჯერ შემოიარა.
როდესაც სიჩუმეს გადავარჩენთ, ყველაფერი დანარჩენის გადარჩენასაც დავიწყებთ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გარემოზე ხმაურის დაბინძურების გრძელვადიანი ზემოქმედება შესაძლოა პასუხისმგებელი იყოს ჯანმრთელობის ისეთ გართულებებზე, როგორებიცაა გულის შეტევა, არტერიული წნევის მომატება, ინსულტი, დიაბეტი, დემენცია, დეპრესია და ა.შ. ასევე, ევროპის გარემოს სააგენტომ დაადგინა, რომ ყოველწლიურად გარემოს ხმაურით დაბინძურება იწვევს გულის დაავადებების 48 000 შემთხვევას და 12,000 ნაადრევ სიკვდილს ყველა კონტინენტის მასშტაბით.
დღეს, პლანეტაზე არსებული ყველაზე ჯანმრთელი ეკოსისტემები, ამავდროულად მსოფლიოს ყველაზე მშვიდი ადგილებია.
გორდონ ჰემპტონის თქმით, დედამიწაზე ჩვენი აკუსტიკური იერიში ანგრევს ცხოველთა სამყაროსაც. ხმაურის დაბინძურება ცხოველთა 100-ზე მეტ სახეობას უქმნის საფრთხეს. მოგეხსენებათ, რომ ცხოველები მეტწილად ხმოვან სიგნალებს ეყრდნობიან. პარტნიორის პოვნისას, ნადირობის დროს, თუ მტაცებლების თავიდან აცილების მიზნით, ისინი ხმოვან სიგნალებს იყენებენ. ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნური ხმაური კი მათ უსაფრთხო არსებობას ერთიორად ართულებს.
წყალქვეშ, სადაც ხმა უფრო სწრაფად და უფრო შორ მანძილზე აღწევს, ვიდრე ხმელეთზე, სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა. საზღვაო გადაზიდვების, ნავთობის მოპოვებისა და სეისმური აქტივობების ხმაური დელფინებისა და ვეშაპების მასობრივი სიკვდილის ყველაზე სავარაუდო მიზეზია. დედამიწაზე სულ უფრო ნაკლები ადგილი რჩება, სადაც ხმის დაბინძურებამ შეღწევა ჯერ კიდევ ვერ მოახერხა. გორდონ ჰემპტონის კვლევის თანახმად, ამ ადგილების რაოდენობა 2030 წლისთვის კიდევ უფრო შემცირდება, თუმცა მეცნიერის მთავარი მიზანი მსგავსი „სამოთხეების“ ადამიანის ხელისგან დაცვაა.
მარტივ ენაზე რომ აგიხსნათ, სიჩუმე ამშვიდებს. დაგვეთანხმებით, რომ ბუნებაში, სიწყნარეში ყოფნისას ჩვენი გონება და სხეული სრულფასოვნად ისვენებს, ხდება ძალების აღდგენა და პროდუქტიულობის გაზრდა. ხმაური ის ნაგავია, რომელსაც ჩვენ თვალით ვერ ვხედავთ, ამიტომ რთულია მისგან დასუფთავებისკენ მოუწოდო ადამიანს, თუმცა ერთი რამ, რაც ნამდვილად შეგვიძლია, ხმოვანი დაბინძურების საფრთხეების გაანალიზება და იმ ადგილების მოფრთხილებაა, რომლებიც ჯერ კიდევ „ჩუმ სამოთხეებად“ რჩება.