#პოლიტიკა #საზოგადოება

სალიმა მაზარი - ავღანელი გუბერნატორი, რომელმაც თალიბებს წინააღმდეგობა გაუწია

გაზიარება:

ავღანეთის დედაქალაქში თალიბების შეჭრის და "ავღანეთის ისლამური ემირატის" ჩამოყალიბების ფონზე, მედიის საშუალებით ათასობით, ათიათასობით ავღანელი ადამიანი ვიხილეთ, რომლებიც ექსტრემისტი თალიბების რეჟიმისგან გაქცევას და გადარჩენას ლამობდნენ. იმის ფონზე, როდესაც ავღანეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა თავს უშველეს და თავშესაფარი სხვადასხვა ქვეყანაში მოითხოვეს, იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ბრძოლა და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა გადაწყვიტეს. ერთ-ერთი მათგანი სალიმა მაზარი გახლდათ.

თალიბების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე ქალები აღარ არსებობენ, ისინი საკუთარ სახლებში გამომწყვდეულ პატიმრებად იქცნენ - სალიმა მაზარი

სალიმა ავღანელი 3 ქალი გუბერნატორიდნ ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც დანებების ან გაქცევის ნაცვლად წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა, ის საკუთარი ტერიტორიის დასაცავად დარჩა და როდესაც საჭირო გახდა ხელში იარაღიც კი აიღო. სამწუხაროდ, სალიმა მაზარის გვერდით ავღანური ჯარის მხოლოდ მცირე ნაწილი იბრძოდა, რის გამოც თალიბებმა მათი დამარცხება და სალიმას და მისი თანამებრძოლების ხელში ჩაგდება მოახერხეს.

სალიმა მაზარიმ თალიბების წინააღმდეგ ხმა დიდი ხნის წინ აიმაღლა, ის მიიჩნევდა, რომ თუ კი აჯანყებულები მთავრობაში მოსვლას შეძლებდნენ, ავღანეთში ქალების ადგილი აღარ იქნებოდა. დღეს სალიმა თალიბების ტყვეა და ერთ-ერთ საპყრობილეში ყავთ გამომწყვდეული, ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ეწევა გუბერნატორს, რომელმაც საკუთარი მიწის დასაცავად სიცოცხლე საფრთხეში ჩაიგდო, სალიმა მაზარი არის იმ ავღანელი ქალების კრებითი სახე, რომლებიც იბრძვიან და ყოველთვის გააგრძელებენ ბრძოლას საკუთარი უფლებებისთვის.

ზევით