#სპორტი #Rugby

7 მიზეზი, თუ რატომ არის რაგბი მართლა ჩვენი თამაში?!

გაზიარება:

| ნინუცა მაისურაძე |

ბავშვობაში, ჩემს წარმოსახვაში ხევისბერი გოჩა გარკვეულ სახედ ჩამოყალიბდა, რომლის მიმართაც ყოველთვის აუხსნელი რიდის შეგრძნება მქონდა. ერთ დღესაც ტელე-ეკრანზე საოცრად ნაცნობი სახე შევნიშნე. რაგბის მოედნიდან ქომაგები შეძახილებით მამუკა გორგოძეს აცილებდნენ. გულწრფელად მეგონა, რომ ხევისბერ გოჩას ვუყურებდი და ზუსტად ისეთი რიდის და მოწიწების შეგრძნება დამეუფლა, როგორც მაშინ, ბავშვობაში. ასე დაიწყო ჩემი და ქართული რაგბის სიყვარულის ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება. რაგბი ჩემი თამაში ნამდვილადაა. ახლა, მოდით იმაზე ვიმსჯელოთ, თუ რატომაა რაგბი ჩვენი თამაში?!

მამუკა გორგოძე, mamuka gorgodze, georgian rugby

წინ ძალიან მნიშვნელოვანი ზაფხულის სერიები გველის. 3, 10 და 16 ივლისს საქართველოს ეროვნული ნაკრები შეხვედრებს არგენტინასთან, იტალიასა და პორტუგალიასთან გამართავს. რაგბის ექსპერტის სტატუსი არაა აუცილებელი იმის მისახვედრად, რომ ექვსი ერის ქვეყანასთან ჩვენი შეხვედრა ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. იტალიას საქართველო მეხუთედ ხვდება, თუმცა ამ უკანასკნელს ჩვენს მიწაზე პირველად შევერკინებით. მოკლედ, იმის გასარკვევად, თუ რატომ უნდა გვიყვარდეს რაგბი, ძალიან თემატური დროა. 

georgian rugby, ზაფხულის სერიები, იტალია საქართველო, 10 ივლისი, აჭარაბეთ არენა

თუ რაგბის თამაშს მოედანზე ერთხელ მაინც დასწრებიხართ, თქვენთვის იმ შეგრძნებების ახსნა ნამდვილად აღარ მომიწევს, რასაც ქომაგი ყველაზე პატრიოტული თამაშის ყურებისას განიცდის. გავრცელებული ფრაზით თუ ვიმსჯელებთ, რაგბი ხულიგნების სპორტია, რომელსაც ჯენტლმენები თამაშობენ. ადრე ეს ფრაზა “აიფონი VS სმარტფონი”-ის მარადიული ჭიდილის არ იყოს, ფეხბურთისა და რაგბის გულშემატკივრის ბანალური “დატოლება” მეგონა. აღმოჩნდა, რომ ვცდებოდი…

მაშ ასე, 7 მიზეზი, თუ რატომაა რაგბი ჩვენი თამაში:

1. რაგბი ჩვენს სისხლშია

ჯერ ეს ერთი, რაგბი ლელობურთის შთამომავალია. არა, სპორტის სახეობის ინგლისურ წარმომავლობაზე არ ვდავობთ, მაგრამ იმასაც ვერ უგულებელვყოფთ, რომ უძველესი ქართული თამაში და თანამედროვე რაგბი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

ქართველი მორაგბეები, ბორჯღალოსნები, რაგბი, იტალია საქართველო, ნაკრები

2. რაგბი ყველა სხეულისთვისაა

ზოგადად, რაგბი ყველას თამაშია. სპორტის სხვა სახეობებისგან განსხვავებით რაგბის გუნდში ერთდროულად ხვდება მაღალი, დაბალი, დიდი ზომის, პატარა, კუნთიანი, თუ სხვა კომპლექციის ადამიანი. დიახ, სპორტის ამ სახეობაში ნებისმიერი აღნაგობის სპორტსმენისთვის მოიძებნება შესაბამისი პოზიცია.

3. რაგბი ინტელექტუალების თამაშია

ხშირად მსმენია, რომ რაგბის ყურება რთულია - “ბევრი წესი აქვსო”. სინამდვილეში რაგბის თამაშიც საკმაოდ კომპლექსურია და მისი გულშემატკივრობაც. თუ ძირითადი წესები იცი, სპორტის სხვა სახეობის ყურებით ისეთ სიამოვნებას ვერასდროს მიიღებ, როგორც ბორჯღალოსნების თამაშისგან.

რაგბი, ეროვნული ნაკრები, ექვსიერი, საქართველო იტალია

4. რაგბის მეტსახელი სამუდამოა!

მორაგბეების და რაგბის ქომაგების იუმორის გრძნობა გურული სოფლების მაცხოვრებლების ენაკვიმატობასაც დაეტოლება. ჩემი რჩეული მეტსახელი კუპატაა, თუმცა გლობუსას, ჩაქუჩას, ჩონჩხას, ლამასა და სხვა უამრავ მეტსახელს შრის საუკეთესოს გამოვლენა თქვენთვის მომინდვია.

რაგბი ქალებზე ძალადობის წინააღმდე, ქალთა დაცვა

5. რაგბი ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ იბრძვის

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს. თანამშრომლობა ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

რაგბი, ქალთა ეროვნული ნაკრები, შვიდქალა

6. რაგბი ქალების თამაშიცაა

ქალთა რაგბის საქართველოში საფუძველი ჯერ კიდევ 2005 წელს ჩაეყარა, ევროპის ჩემპიონატში კი შვიდქალამ პირველად 2008 წელს ითამაშა.

ნაკრები, რაგბი, საზაფხულო სერია

7. და ყველაზე მთავარი:

რაგბიში ჯაჭვით შეკრული ერთიანობა იგრძნობა, ისევე როგორც ქართულ სულში. ცუდად არ გაგვიგოთ, საფეხბურთო კარისკენ გაქცეული ხვიჩა კვარაცხელიას გოლიც ძალიან გვახარებს, მაგრამ შერკინებაში დამარცხებული რუსების გავლით დამიწებული ბურთის გემო სულ სხვაა… საქართველო მამუკა გორგოძეების ქვეყანაა, დაუცემელი, მებრძოლი ადამიანების ქვეყანა, ამიტომ მჯერა, რომ ჩვენ ვერასდროს, ვერავინ დაგვამარცხებს.

ზევით