#კინო

რა არ ვიცით კვენტინ ტარანტინოს შესახებ

გაზიარება:

კვენტინ ტარანტინო უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სახელია თანამედროვე კინოინდუსტრიაში. 90-იანი წლების დასაწყისში თავისი გროტესკული ძალადობით, მახვილგონივრული დიალოგებით, ვიზუალური ენითა და დასამახსოვრებელი პერსონაჟებით, მან ხელახლა გამოიგონა ტერმინი „დამოუკიდებელი კინო“. კვენტინ ტარანტინო და მისი ფილმები არა ერთი პრესტიჟული ჯილდოს, მათ შორის: ოსკარის, BAFTA-ს, ოქროს გლობუსის, ამერიკის რეჟისორთა გილდიის და სატურნის ჯილდოების მგლობელები არიან. საუკეთესო ორიგინალური სცენარისთვის, კვენტინმა ოსკარის ჯილდო ორგზის დაიმსახურა, პირველად Pulp Fiction-ისთვის, მეორედ კი Django Unchained-ისთვის.

ტარანტინო ოთხჯერ გახლდათ ნომინირებული კანის კინოფესტივალზე, ოქროს პალმის რტოზე, აქედან რეჟისორმა მხოლოდ ერთხელს, 1994 წელს Pulp Fiction-ისთვის გაიმარჯვა.

ასევე Pulp Fiction-ისთვის, კვენტინ ტარანტინო მოგვევლინა პირველ რეჟისორად, რომელმაც კრიტიკოსთა ჯილდოები „დიდი ოთხეულისთვის“ მოიპოვა (LA, NBR, NY, NSFC). შესაძლოა, კვენტინის ცხოვრების, ფილმოგრაფიისა და მისი რეჟისორული ხელწერის შესახებ ჩვენთვის ბევრი რამ უკვე კარგად არის ცნობილი, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე საინტერესო დეტალი მის ბიოგრაფიაში, რომელსაც სიამოვნებით გაგიზიარებთ.

თვითნასწავლი რეჟისორი

კვენტინმა ფილმების გადაღება ვიდეო მაღაზიაში, გამყიდვლის პოზიციაზე მუშაობის პერიოდში ისწავლა. სამსახურში, საათობით ფილმების ყურების დროს ტარანტინომ ბევრი რამ ისწავლა. რეჟისორის თქმით, ფრანგული ახალი ტალღისა და ჰონგ კონგის კრიმინალური ფილმებისადმი სიყვარული, მან მაღაზიაში ყოფნისას აღმოაჩინა.

მოგვიანებით, საკუთარი ფილმების გადაღებისას, მაღაზიაში ნანახი და ათვისებული ელემენტების გამოყენება დაიწყო, ის ყოველთვის გულწრფელი იყო ამის შესახებ და ამბობდა: „მე ვიპარავ დეტალებს ყველა შესანიშნავი ფილმიდან, რაც კი ოდესმე გადაღებულა“.

ტარანტინომ, რომელმაც მაღაზიაში მუშაობა 22 წლის ასაკში დაიწყო, იქ ყოფნისას ასევე დაწერა სცენარები Natural Born Killers-ისა და True Romance-სთვის.

ხანძრის დროს განადგურებული პირველი ფილმი

ტარანტინოს პირველი ფილმი My Best Friend’s Birthday უნდა ყოფილიყო. კვენტინმა, სცენარი მეგობართან ერთად დაწერა და ვიდეომაღაზიის კოლეგებს მსახიობებად იყენებდა. კამერა, მეგობარი რეჟისორისგან ითხოვა და პირადი დანაზოგი 5000 დოლარის ოდენობით, მსახიობებისა და შემოქმედებითი ჯგუფისთვის გადასახდელად გამოიყენა.

სამოყვარულო ფილმის გადაღებას დაახლოებით სამი წელი დასჭირდა. საბოლოო ჭრა დაახლოებით 70 წუთი იყო, მაგრამ მისი ზოგიერთი ნაწილი ლაბორატორიული ხანძრის დროს განადგურდა და სადებიუტო ფილმიდან მხოლოდ 36 წუთი გადარჩა, რომელთა ნახვა მხოლოდ YouTube-ზეა შესაძლებელი.

ავტოავარიის შიშით შექმნილი Death Proof

Death Proof ერთადერთი საშინელებათა ფილმია საკულტო რეჟისორის კატალოგში, კინოკრიტიკოსები მას შედევრად მიიჩნევენ. ფილმი მოგვითხრობს კასკადიორი მაიკის (კურტ რასელი) ისტორიას, რომელსაც სიამოვნებს ქალების მკვლელობა მათივე მანქანებში, შეჯახების.

ტარანტინოს ფილმის იდეა ახალი ვოლვოს შეძენის შემდეგ გაუჩნდა. მან მეგობარს გაუმხილა იმის შესახებ, თუ როგორ ეშინოდა ყველაზე ძალიან ავტოკატასტროფაში სიკვდილის. მეგობარმა კი შესთავაზა, $15,000 დოლარად, მანქანის გუნდისთვის გადაცემა, რომლებიც მას მაქსიმალურად უსაფრთხოდ აქცევდნენ.

სტრიმინგის დიდი მოწინააღმდეგე

ტარანტინო არ არის ფილმების სტრიმინგის მოყვარული. მან აღიარა, რომ ხშირად ენატრება ის დღეები, როდესაც კინოს მოყვარულები მიდიოდნენ ვიდეო მაღაზიებში და დიდხანს ფიქრობდნენ ფილმის არჩევამდე, მისივე თქმით, დღეს ხალხი უბრალოდ ყველაფერს უყურებს.

ფილმები, როგორც კინემატოგრაფიული სასიყვარულო წერილები

გინახავთ ოდესმე კვენტინ ტარანტინოს ფილმი და გიფიქრიათ: „ეს აქამდე სადმე ხომ არ მინახავს?“, სავსებით შესაძლებელია რომ არ ცდებოდეთ. კვენტინ ტარანტინოს არასდროს დაუმალავს, რომ მისი ფილმები კლასიკოსი რეჟისორებისა და მათი შემოქმედების მიმართ სიყვარულით არის გაჟღენთილი, ხშირად მათივე სტილისა და ხელწერის გამეორებით.

როდესაც უყურებთ Pulp Fiction-ში უმა თურმანისა და ჯონ ტრავოლტას ცეკვას, მათი ქორეოგრაფია ფედერიკო ფელინის სიურრეალისტური კომედიიდან „8 ½“ არის ნასესხები. 

ზევით